გარეკილი, გენიალური, ნაბიჭვარი ტარანტინო

უნიკალური შემთხვევა კინომედიცინის პარქტიკაში – ავადმყოფი, რომელიც სტაციონარულ კლინიკაში ათი წლის წინ მოხვდა მშვენიერ მდგომარეობაში, რომელიც დღითი-დღე უარესდებოდა, ხოლო საბოლოოდ, კომაში აღმოჩნდა, არა მხოლოდ გამოკეთდა, არამედ სრულიად გამოჯანმრთელდა საათსა და ოცდაათ წუთში. არადა, ექიმები უკვე სასიცოცხლო აპარატის გამორთვის საკითხის წამოსაჭრელად ემზადებოდნენ.

მიუხედავად ამისა, აი ისიც – საღ-სალამათი დგას ჩვენს წინ და ეშმაკურად იღიმება. მზადაა მიიღოს მილოცვები, მტკიცებები სამარადისო სიყვარულის შესახებ და სხვადასხვა ყურადღებიანი ჟესტები. მთავარია, იგი ახსოვდეთ და უყურებდნენ. უყურებდნენ და ესმოდეთ მისი.

იცი კვენტინ, თითქმის მზად ვიყავი შენზე ხელი ჩამექნია (ალბათ არა მხოლოდ მე), მოსაწყენი “ჯეკი ბრაუნის” და იდიოტური “სიკვდილის მტკიცებულების” შემდეგ (ერთი “მოკალი ბილი” გამოგივიდა ნორმალური). არა, მართლა, ვინ არ ჩაიქნევდა ხელს, ზედგადამკვდარი ფანატიკოსების გარდა? სადაც იყო დავიჯერე, რომ შენ, ისე ღრმად ჩაიძირე საკუთარ სინეფილობაში, რომ ბანალურად დაგავიწყდა, როგორ უნდა გადაგეღო ფილმები, გამუდმებული ციტატების, კინოსაუბრებისა და სხვა კინოეკვილიბრისტიკის გარეშე.

მეჩვენებოდა, რომ საცა იყო გამოვიდოდა რომელიღაც “მეათე ფილმი კვენტინ ტარანტინოსი”, რომელშიც მთავარი გმირები, მთელი ეკრანული დროის განმავლობაში იაფფასიანი ბარის მაგიდასთან გაატარებდნენ, ჯერ ძველ ამერიკულ კინემატოგრაფზე, შემდეგ ძველ ჩინურ კინემატოგრაფზე, შემდეგ კი ძველ ევროპულ კინემატოგრაფზე საუბარში.

მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს ასე არ მოხდა. Inglourious Basterds ხუთჯერ უფრო ტრაკის ამხევი და სამჯერ უფრო აზრიანი გამოვიდა, რეჟისორის წინა ნამუშევრებთან შედარებით. და ეს იმის ფონზე, რომ ტარანტინო აშკარად არ ისახავდა მიზნად, გადაეღო ყველაზე ჭკვიანური ფილმი კარიერაში.

მოკლედ, კვენტინისათვის დითირამბების მღერა კიდევ ძალიან დიდ ხანს შეიძლება. დავიწყოთ საოცრად დრამატული სცენიდან, ეშმაკივით ქარიზმატული ესესელის – ჰანს ლანდას მონაწილეობით – გენიალურია. შემდეგ უკვე ჩვეულ ძველ ტარანტინოსეულ სტილს უბრუნდება ფილმი და ხვდები, რომ ის მკვდრეთით აღდგა. თუმცა, ეპიზოდი, რომელშიც არ ჩანს ლანდა, გაცილებით მოიკოჭლებს იმ ეპიზოდთან შედარებით, რომელშიც ის დომინირებს. ბრწყინვალე კრისტოფ უოლცის ფონზე, ყველა დანარჩენი (ანტი)გმირი, უკანასკნელი იდიოტივით გამოიყურება, ატროფირებული იუმორის გრძნობით.

როგორც ხედავთ, ფილმში ყველაფერი რიგზეა. მართალია შუა ნაწილისათვის ტემპი საგრძნობლად ეცემა, მაგრამ არა ინტერესი სურათისადმი. დასასრულს კი მაყურებელი სულიერი განწყობის იმ უმაღლეს კატეგორიას აღწევს, რომლის გამოც, ყველა მცირე თუ მსხვილი შეცდომის პატიება, ავტომატურად მოვალებად იქცევა.

უხ, კინაღამ დამავიწყდა მუსიკალურ გაფორმებას შევხებოდი. მუსიკა ფილმში სრულყოფილია. ძალიან ცოტაა სურათი, რომელსაც ასე განუმეორებლად ერწყმოდეს საუნდტრეკი. ტარანტინო მორიკონეს იყენებს მაქსიმალურად და თან ისე, თითქოს ეს უკანასკნელი, მთელი ცხოვრება მხოლოდ მისთვის წერდა კომპოზიციებს.

რეზიუმირება რომ მოვახდინო, უხეშად, მაგრამ სრული ჭეშმარიტებით, ნაბიჭვარმა ტარანტინომ, გადაიღო ბრწყინვალე ფილმი ნაბიჭვრებზე, ნაბიჭვარი კინომანებისათვის (და არა მხოლოდ). და გენიალურ საფინალო ფრაზას თუ გავიხსენებთ, “შეიძლება” არა, მას ნამდვილად გამოუვიდა შედევრი!

© ბაჩო ოდიშარია

15 days of autumn

ბლეჰ, არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა ამ ფილმზე რევიუს დაწერა. ტრეილერის გამოსვლის დღიდან, მომენტალურად მისი მოტრფიალე გავხდი, ყოველდღე ვნახულობდი და ვდებილდებოდი ტრეილერით. ყველაზე მეტად ველოდებოდი მის გამოსვლას, ასეთი ძლიერი სურვილი ფილმის ნახვისა, არასოდეს მქონია. ვაპირებდი მენახა, მხოლოდ ერთ ადამიანთან ერთად. დღეს როგორც იქნა ვნახე სურათი, ჩემთვის ძალიან საყვარელ ადამიანთან ერთად, უბრალოდ არა იმ ერთადერთთან, რომელთანაც ვაპირებდი.

500 days of summer არის ჩვენი თაობის “ენი ჰოლი”. ამ უკანასკნელისავით ჭკვიანური, ეპიზოდებში მხიარული, სავსე რეალური ემოციებით. ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რეჟისორი გვიხატავს სურათს, იმის შესახებ, თუ რა და როგორ ხდება, როდესაც “ბიჭი გაიცნობს გოგოს. ბიჭს უყვარდება გოგო. გოგოს არა”.

ფილმის სლოგანით სიუჟეტი ნათელი ხდება. როგორც ნარატორი გვეუბნება -თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის სასიყვარულო ისტორია, ეს არის ისტორია სიყვარულზე.

და მართლაც, ეს არ არის უბრალოდ ფილმი, ეს არის ძალიან რეალური ვიდეომასალა იმაზე, რაც ყოველ ჩვენთაგანს გადახდენია, ან შეიძლება გადახდეს. მეგობარმა რამდენჯერმე გამიმეორა: “უნდა გიხაროდეს, შენზე ბიოგრაფიული ფილმი გადაიღეს”. რამდენიმე ეპიზოდზე ერთნაირად გაოგნებული სახეები გვქონდა. მთავარი პერსონაჟი, ლამის სიტყვა სიტყვით იმეორებდა იმას, რაც მე მქონდა რამდენიმე თვის წინ ნათქვამი.

როდესაც ერთმა დანამდვილებით იცის რა უნდა, ხოლო მეორე ვერ ერკვევა საკუთარ თავში. როდესაც ერთს ჯერა სიყვარულის, მეორე კი თვლის, რომ ეს სანტა კლაუსივით მხოლოდ მითია. როდესაც ერთს უყვარს, მეორე კი უბრალოდ კარგ დროს ატარებს, შედეგად ვიღებთ 500 days of summer-ს, ან უფრო მარტივად, იმას, რასაც ცხოვრება ეწოდება.

როდესაც შენ გიყვარს, თუ როგორ იქნევს ის მარჯვენა ხელს სიარულის დროს, როგორ ჭუტავს თვალებს, როდესაც იღიმება, როგორ ნელა მიირთმევს სენდვიჩებს, როგორ ხრის ფეხს დგომისას, როგორ არ ხუჭავს თვალებს, როდესაც გკოცნის, როგორ წარმოთვამს “ოf”-ს. გიყვარს მისი ხმა, მისი სურნელი, გიყვარს მისი შეხება, გიყვარს უბრალოდ რომ სეირნობთ, გიყვარს მასთან საუბარი, გიყვარს, რომ თითქმის ყველაფერი, რაც მოგწონს შენ, მასაც მოწონს. ბედნიერების ზენიტში ხარ, როდესაც ხედავ და თუნდაც რამდენიმე წუთს ატარებ მის გვერდით…

…”ჯობს ერთმანეთი აღარ ვნახოთ” – ამ ფრაზის შემდეგ, ყველაფერი თავზე გენგრევა. ჰარმონია, რომელიც ირგვლივ სუფევდა, მირაჟივით ქრება და ვეღარც აცნობიერებ, რომ ის არსებობდა. დეპრესია შეტევაზე გადმოდის და შენც ვერ ახერხებ გაუმკლავდე. იწყებ სმას, რათა რამდენიმე წუთით მაინც გაექცე რეალობას. წამით ვერ წყვეტ მასზე ფიქრს და ვერ იტან საკუთარ თავს. ცდილობ, რამეზე/ვინმეზე გადართვას, მაგრამ უშედეგოდ. ორმაგად ემოციური ხდები. უაზროდ ღიზიანდები, უაზროდ იცინი, უაზროდ მღერი. რაც იყო შენთვის აზრის მომცემი, გაქრა და სიცარიელეს გრძნობ. მის გარეშე ვერ ხედავ საკუთარ მომავალს და არც გინდა დაინახო.

ასე და ამგვარად, ფილმი არის მათთვის, ვისაც დიდი იმედგაცრუება უგრძვნია, ვისაც სიყვარული დაუკარგავს, “ვისთვისაც თავზე დაუჯვამთ. გადაჭარბების გარეშე”. არ ნახოთ ფილმი, თუ ბედნიერად გრძნობთ თავს, მაინც არაფერს მოგცემთ. არა, პრინციპში ჯობს ნახოთ და იქნებ ასე ყლეურად არასოდეს მოიქცეთ.

მოკლედ, ნახეთ ფილმი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხატვრული კუთხით, რამდენიმე კრეატივის ფოიერვერკი და რეჟისორული ოსტატობის უმაღლესი დემონსტრაცია გელით წინ. პლუს ამას ძალზედ ნატურალური პერფორმენსები და ბრწყინვალე მუსიკა.

ხო, და ბოლოს, თუ მაზოხისტი არ ხართ, და არ გსურთ თავი უკანასკნელ გენიტალიად იგრძნოთ მსოფლიოში, თუ არ გიზიდავთ ტანჯვა, თუ არ გსურთ, მომაბეზრებლად ისმინოთ კითხვა “რა გჭირს?”, თუ არ გსურთ, რომ ცხვორება ორანგუტანის განავალს დაემსგავსოს, დაკარგოთ ყველაფრისადმი ხალისი და ინტერესი, დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ კი, თვალცრემლიანი გაუყვეთ გზას, მაშინ უმორჩილესად გთხოვთ – არავინ(!), არასოდეს არავინ შეიყვაროთ!

© ბაჩო ოდიშარია

წერილი თბილისურ love (suck) story-ს

ბაჩო ოდიშარია – ფილმს “თბილისური “ლავ სთორი”.

შენ, ხარ იდიოტური ფილმი, წყეული A walk to remember-ს ძმა და მეგობარი და “სუბორდინაციის” მდივანი! რომელი რეალისტური დრამა შენ ხარ, პატარა ბავშვსაც კი ვერ გააკვირვებ ვერაფრით. თავად მაინც იცი რა ჟანრის ხარ? ფსევდო-მისტიკა, ფსევდო-კომედია, ფსევდო-რომანტიკული, ფსევდო-ფილმი ხარ! ჰოლივუდი რასაც ანალურად გამოყოფს, შენ იმას საუზმეზე მიირთმევ. არ გეღირსება შენ, უვე ბოლის ნაბუშარო, მაყურებლის გაჟიმვა. შენი ქრნომეტრაჟის არავის ეშინია, ისედაც გენიტალიაზე პატარა ხარ! ობიექტური სიტყვითა და საკუთარი სახსრებით გაგიწევთ სათანადო წინააღმდეგობას და დედას ყველაზე ბრუტალურ პოზებში გაგიუპატიურებთ!

არ გრცხვენია მაინც, საკუთარ თავს მხატვრულ ფილმს რომ ეძახი მაშინ, როდესაც Notebook-ი, ყველა ასპექტში შენზე ათასი თავით მაღლა დგას? ვითომ ორიგინალური იდეა შემოიტანე? რეჟისორები, მსახიობები, ჟურნალისტები და გინეკოლოგები ასაუბრე შენს შესახებ და ეს ყველაფერი სურათში ჩაამონტაჟე. გეგონა საინტერესო იქნებოდა? წადი ვიბრატორი იყიდე, თავი დაიკმაყოფილო იქნებ, იმიტომ, რომ შენით კმაყოფილი არავინ დარჩება!

სანამ დასასრულს არ მიუახლოვდები, მანმდე ვერ იგებს ადამიანი, რომ ფილმი უკვე დაიწყო. გგონია “ტარანტინოს და გაი რიჩის სტილში” გამოხვედი? ედ ვუდი ყველა შენ გადამღებ თორმეტ რეჟისორზე ნიჭიერი იყო! თავი რომ ბოქვენზე არ გებას, შენს მნახველს გამოყლევებამდე ვერ გამოაყლევებდი.

შე უგულო და უსულო ნაბიჭვარო, როგორ ტყუილად ხარჯავ მაყურებლის დროს, როცა შენს ყურებას, ჯობს ბიზონის და ადამიანის სექსუალურ აქტს უყუროს ადამიანმა. ამება ხარ და ვერ გრძნობ სცენარის რიტმს და კინემატოგრაფულ მოძრაობებს. საათნახევარი ერთიდაიგივეს იმეორებ და ამით ცდილობ შენს შემყურეს ეგზეკუცია მოუწყო. ჩემი ყლე! ვერ ეღირსები! მუსიკალური გაფორმება სად აფრიკის ტრაკიდან გამოაძვრინე? დაბადებიდანვე ინფანტილურს, ისიც არ შეგიძლია, რაიმე, მინიმალური დადებითი ემოცია გამოიწვიო.

ათასჯერ გადაღეჭილ თემაზე აგებული, ყურით მოთრეული არარაობა ხარ! ამბობ, რომ ხალხს გინდა დაანახო, რომ “ნარკომანია ცუდია”. შენი შემყურე წებოს შეყნოსვაზეც დათანხმდება მაყურებელი, ოღონდ სხვა რამეზე გადაერთოს. დიალოგებში ბილწსიტყვაობის მეტი არაფერი გიწერია, სულ ვიღაცას ემუქრები “დედის მოტყვნით”, არადა თვითონ გყავს დედა მოსატყნავი. მაგრამ მაგასაც არ გაღირსებთ! როგორც ერთმა მეგობარმა დარბაზიდან გამოსვლისას აღნიშნა, ქართველი ქალი არ იმსახურებს რომ მოტყნან!

აი ასე გპასუხობ იმ საშინელი საათნახევრის გამო, რომელიც შენზე დავხარჯე. დამიბრუნე ჩემი 18 ლარი უკან! “ჰასლერს” ვიყიდი და მასტურბაციით დავკავდები. შენს ყურებას ყვეკლაფერი ჯობს! ღირსი არ ხარ კინოსურათად იწოდებოდე. სურათი კი არა, გრეხილი ანუსი ხარ, შენი “ყველაფერი კარგად იქნება” დედას შევეცი!

ხელს აწერენ: ბაჩო ოდიშარია, სოფო ყიფიანი და შენით აღშფოთებული ასეულობით მაყურებელი, რომელიც დარბაზში ნერვიულობისაგან სიგარეტს ეწეოდა.

© ბაჩო ოდიშარია

აჰა და დამასვენე!

ოქტომბერი 26, 2009 Kubrick 3 კომენტარი

დღევანდელ “სერჩ თერმებში” ვიღაც აქტიურად ცდილობდა გაეგო, როგორ გამოიყურება ანიმაციური სტუდიის “პიქსარის” ლოგო.

რა არის პიქსარის სიმბოლო
პიქსარის სიმბოლო
რა არის პიქსარის ანიმაციური სტუდიის სიმბოლო
როგორია პიქსარის ანიმაციური სტუდიის სიმბოლო
პიქსარის ლოგო
რანაირია პიქსარის ლოგო

ძალიან სურს ადამიანს ამის შეტყობა. აგერ ბატონო (თუ ქალბატონო), ეს არის “პიქსარის” სიმბოლო, ლოგო, ა.შ.

დედა მოტყნული ოცნებები

ოქტომბერი 26, 2009 Kubrick 8 კომენტარი

1. ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ჩავარდეს ატომური ბომბი მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი ლექტორ-სტუდენტი იქნება შიგნით და სამუდამოდ კარანტინის ზონაში მოახვედრონ მისი მიმდებარე ტერიტორია.

2. ვიყო განძარცვული ყველანაირი ემოციისაგან. არ შემეძლოს არცერთი ადამიანური გრძნობის განცდა, საერთოდ არაფრის.

3. დემენტორის შესაძლებლობა მქონდეს, ყველას ბედნიერებას და პოზიტივს ვისრუტავდე და ფეკალიად ვაქცევდე.

4. ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი ძალიან სწრაფად ახდეს და მოვკვდე. სიკვდილი გრძელდებოდეს რამდენიმე საათს და იყოს ზე-მტანჯველი.

5. ჯოჯოხეთში მოვხვდე და მფატრავის ადგილი მომიჩინონ, რათა ყველა მოხვედრილი სული გამოვშიგნო და ვაწამო, იმის გამო, რომ გრძნობები გააჩნდათ.

© ბაჩო ოდიშარია

Categories: Uncategorized

ტრაკის ამხევი ფილმი

ოქტომბერი 25, 2009 Kubrick 1 comment

მიზანმიმართულად ან შემთხვევით (უფრო პირველი), ბოროტი განზრახვით, ან საკუეთესო ჩანაფიქრით (უფრო მეორე), შეუწყნარებელმა ჯა ჯამ (აბრამსმა), ჩვენს ჯორჯ ლუკასს, დიდი დინგ-დონგი გაუკეთა უკანალში.

ხელთ იპყრო რა თანამედროვე ტექნოლოგიები და დაუმატა მათ თავის ტალანტი, “ლოსთის” შემქმნელმა, აიღო და თავიდან გადაიღო “ვარსკვლავური ომები”. ამასთან, მთლიანი კლასიკური ტრილოგია.

არა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ლუკასის ადვოკატები ეწვივნონ Bad Robot-ს ოფისს ჯედაის ხმლებით და იმპერატივით დაუწყონ აგრესიული მოლაპარაკება აბრამსს. ამისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნიათ. აი თავად ლუკასს კი ცოტათი ნერვიულობა ნამდვილად მოუწევს – ჩვენს მშობლიურ, შორ, შორ გალაქტიკას, უეცრად, ძალიან ბევრი საერთო აღმოაჩნდა და საოცრად ძნელია ხელი ჩაიქნიო სიტყვებით: “ეს კონკურენტი არ არის” და განაგრძო ძველ “ვარსკვლავურ ომებზე” ახალი ლაქის გადასმა.

ზუსტად ასეთივე ახვრობა გაუკეთა ლუკ ბესონმა და პიერ მორელმა თავიანთი Taken-თ, სერიალ “24″-ს შემქმნელებს, რომელიც უკვე ხუთი წელია ვერ ახერხებს კინოთეატრებში გადმონაცვლებას. თავიდან რაღაც ყველაფერი ვერ იყო რიგზე, ახლა კი, ცადე და გადაიღე სრულმეტრაჟიანი ფილმი ჯეკ ბაუერზე ისე, რომ ბრაიან მილსს აჯობო! აი, ტრილოგიასაც (რომელიც, როგორც კევინ სმიტი გვასწავლის, მხოლოდ ერთია და ეს არ არის “ბეჭდების მბრძანებელი”), ძალზედ ძლიუერი მეტოქე გამოუჩნდა, მაყურებლის გონებისა და გულის დასაპატრონებლად ბრძოლაში. გამარჯობა, მე სტარტრეკი მქვია, ხომ არ გეწყინებათ მძიმე ფიზიკური ტრავმა რომ მოგაყენოთ? გმადლობთ, რომ ასეთი სულგრძელი ბრძანდებით.

“სტარ ტრეკის” ფანებს რომ კითხო, ის უფრო ადრე გამოჩნდა, ვიდრე ლუკასის ეპოპეა და სულაც არ ჩაძაღლებულა, უბრალოდ ცოტახნით შესვენება აიღო – ჯერ კიდევ გასარკვევია, ვის უფრო გრძელი შტორცი აქვს. თუმცა ფაქტი ცალსახაა, ჭაობში ღრმად ჩაფლულ ბრენდს, უკან ამოთრევა, მეტად რადიკალური ხერხებით ესაჭიროებოდა. დაახლოებით ისე, როგორც “ბეტმენის” შემთხვევაში.

პატივი მაქვს გაცნობოთ, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ავადმყოფი ცოცხალი და ჯანმრთელია, თავს კი იმდენად კარგად გრძნობს, რომ მზადაა ორგიაში მიიღოს მონაწილეობა დომინანტის სახით.

ხუმრობა რომ გვერდით გადავდოთ და დავსერიოზულდეთ – “სტარ ტრეკი” უნიკალური ფილმია. ორ საათიანი საეკრანო დროის განმავლობაში, აბრამსი არა მხოლოდ აიძულებს მთავარ გმირს გაიაროს გზა ფაქტიურად უბრალო სოფლის ბიჭისაგან, ორდენოსან კოსმოსურ მებრძოლამდე, არამედ გვაცნობს სრულიად ახალ სამყაროს – “სტარ ტრეკის” გალაქტიკას.

შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ აბრამსი, ოდესღაც თვითონაც სუსტად ჩახედული “სტარ ტრეკის” ტერმინოლოგიაში, ფაქტებსა და მითოლოგიაში, სამუშაო პროცესის დროს, ძალიან გაერთო და უნებურად მიიღო მღვდლის როლი, რომელსაც სტარტრეკული სინათლე შემოაქვს ჩვენს სამყაროში.

ამ მოძღვრებას რა თქმა უნდა ისიც ეხმარება, რომ “სტარ ტრეკი” არის მეტად ცოცხალი, ლამაზი, მხიარული, და მომენტებში ფეერიული ფილმიც კი. მოქმედება ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ გეჩვენება, თითქოს დროისა და განზომილების კონტინიუმის მაქინაციების გარეშე, ეს ყველაფერი ვერ მოხერხდებოდა.

დავუმატოთ ყველაფერ ზემოთხსენებულს ბრწყინვალე კასტინგი, რომელიც ზუსტად მიზანში ახვედრებს: ჯეიმს ტიბერიუს კირკი უფრო მეტად გვაგონებს ჰან სოლოს, ვიდრე ლუკ სკაიუოკერს, მაკკოი მხოლოდ მცირედით ჩამორჩება მას, ჰიკარუ სულუ სულ არ გვაგონებს იმბიცილ ჰაროლდს, სკოტი სასაცილოა ზუსტად ისე, როგორი სასაცილოც შეიძლება იყოს საიმონ პეგი, სპოკი კი, თავის წარმოუდგენელი “სიძერსკით (ქართული შესატყვისი ვერ მოვუნახე), ყველას და ყველაფერს უკან იტოვებს, ყველასათვის ცნობილ საილერსაც კი.

არ გამოვიდა ცუდი სურათი არა?

ერთი სიტყვით, თუ “ვარსკვლავური ომების” ტოტალური დომინირების ეპოქაში კინოკოსმოფანტასტიკის ჟანრში, ისეთი ფილმებიც კი, როგორიცაა Serenity იძულებულნი არიან მიზერულ შემოსავალს დასჯერდნენ, რომ არსებობდეს ხერხი მასებში გამოსვლის და ხმამაღლა განცხადების: “გამარჯობათ, მე თქვენთან ძალიან სერიოზულად და დიდი ხნით მოვედი სტუმრად” – მაშინ ჯა ჯამ (ჯეი ჯეიმ), ეს ხერხი, მეტად გრაციოზულად გამოიყენა.

ასე რომ – იცოცხლე დიდხანს და აყვავდი ჯეი ჯეი. იცოცხლე დიდხანს და აყვავდი.

© ბაჩო ოდიშარია

როდესაც უსმენ და ჟრუანტელი გივლის

ოქტომბერი 22, 2009 Kubrick 2 კომენტარი

სიმღერების ქავერების მიმართ, ხშირ შემთხვევაში სკეპტიკურად ვარ ხოლმე განწყობილი. არის გამონაკლისები, როდესაც ორიგინალსაც კი მირჩევნია, სრულიად ახლებურ სტილში შესრულებული ჩემთვის საყვარელი ტრეკი, მაგრამ ძალზედ იშვიათად. არსებობს ქავერები, რომლებიც მდარე პირველსაწყისს, მეტად საამურ ჟღეერადობას აძლევს და პოპულარიზაციასაც უწევს, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს ბრწყინვალე, მეტიც, გენიალურ სიმღერასთან, მისი ახლებური ვარიანტის მოსმენის სურვილიც კი ძნელია გაჩნდეს, რადგან გონებაში კარგად ჩაბეჭდილი ემოციები, რომელსაც იწვევს ტრეკი, გეშინია რუინებად არ აქციოს ახლებურმა ვარიანტმა.

Killers-ს მიმართ ჩემი დამოკიდებულება მეტად რომანტიკულია. ვთვლი, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ბენდია და დროთა განმავლობაში, სულ უფრო იხვეწებიან და ფენომენალურები ხდებიან ბიჭები. მათ სიმღერებს ვაკითხავ ხოლმე, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, მიხარია, ტუალეტში მინდა, თუ უბრალოდ კარაოკეში ვმღერი. მათი ერთ-ერთი კომპოზიციის თანხლებით მინდა დამასაფლავონ და ისევე ველოდები მათ ახალ ალბომს, როგორც 13 წლის ვაჟები, სიძვასთან ვიზიტს.

მოკლედ, ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი killers-ს victim-ი ვარ და ჭაბუსების ყველა სიმღერის მიმართ მეტად საკრალური დამოკიდებულება გამაჩნია. მას შემდეგ, რაც when you were young-ს ქავერი მოვისმინე ქოლდფლეის (ფუი ეშმაკს) შესრულებით, ბევრი ვიბილწსიტყვავე და გადავწყვიტე ქილერსის ქავერი აღარასოდეს მომესმინა, თუ მას, ჩემთვის ზედმეტად საყვარელი სხვა შემსრულებელი არ ააჟღერებდა.

რამდენიმე დღის წინ, მეგობარმა ლინკი მომცა, ნახე, გარეკავო. დავაკლიკე და ამომიგდო mr. brightside-ს ქავერი. ვინმე ტომ რეილი ასრულებდა. ამ უკანასკნელის სახელი პირველად გავიგე. რაც იქნება, იქნება მეთქი და ჩავრთე ვიდეო.

0:15 – საოცარი ინტერესით განვიმსჭვალე, რადგან საერთოდ არ მოველოდი ასეთ დასაწყისს.

0:30 – მივხვდი, რომ ფატალური შეცდომა იქნებოდა, ვიდეო რომ არ ჩამერთო.

0:45 – გაკვირვებული ვუსმენდი. ვერ გამეგო როგორ შეიძლებოდა ამ ისედაც შედევრი სიმღერის კიდევ გაშედევრება.

1:00 – დავიბენი, ტაშის დაკვრა მომინდა

1:15 – აღმოვაჩინე რომ უკვე ვუკრავდი ტაშს

1:30 – წამოსული მუხტისაგან ყველა ძარღვი დამეჭიმა

1:45 – ვერ ვხვდებოდი როგორ გამომეხატა მოწოლილი ემოციები

2:00 – სულ უფრო და უფრო მძლავრად მივლიდა ჟრუანტელი

2:15 – მხოლოდ ერთი ადამიანი მედგა თვალწინ და მის ირგვლივ ტრიალებდა ყველა აზრი. მუცელი ამტკივდა, თითქოს მკლავდა გრძნობა, რომელსაც განვიცდიდი

2:30 – მეგონა მეტს ვეღარ ავტიანდი, აღსასრული ახლოვდებოდა

2:45 – ჩემი და ალექს ჯეიმსის სახის გამომეტყველება იდენტური იყო, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ჰაბიტუსს ვერ ვხედავდი

3:00 – მივხვდი, რომ თავად ვიყავი mr. brightside

© ბაჩო ოდიშარია

ჯოლი, დიკაპრიო და სკოტი, გუჩის შესახებ

ოქტომბერი 21, 2009 Kubrick 2 კომენტარი

ანჯელინა ჯოლი და ლეონარდო დიკაპრიო, აცხადებენ პრეტენზიას, მონაწილეობა მიიღონ რიდლი სკოტის ახალ ფილმში “გუჩი”, რომელიც მოგვითხრობს თავბრუდამხვევ და გლამურულ ისტორიას, ცნობილი დიზაინერის ოჯახის შესახებ. მოვლენები განვითარდება 70-80 წლებში.

ლეო შეასრულებს მაურიციო გუჩის – ფირმის დამაარსებლის შვილიშვილის როლს, რომელიც მას შემდეგ ჩაუდგა ბიზნესს სათავეში, რაც ოჯახის შიგნითა დაპირისპირება ძალაუფლების მოსაპოვებლად, სისხლიან სასაკლაოდ გადაიქცა. როდესაც მაურიციო წარმატების ზენიტში იმყოფებოდა – ახალბედა დიზაინერის, ტომ ფორდის მიერ გამართულ თამამ დეფილეზე – მისი მავნე ჩვევა, გაეჩინა მტრები, სავალალოდ შემოუბრუნდა უკან. მაურიციო მოკლეს 1995 წელს, საკუთარ აპარტამენტებში, მილანში.

ჯოლი განასახიერებს პატრიციო რეჯანოს – 29 წლით თავისუფლების აღკვეთა მისჯილს, მაურიციოს ყოფილი ცოლის მკვლელობის მომზადებისათვის.

ამ კუთხით სკოტს არასოდეს უმუშავია, ბიოგრაფიული ფილმები კი აქვს გადაღებული, მაგრამ მოდის სფეროს აქამდე არ შეხებია. ვნახოთ რა გამოვა.

© ბაჩო ოდიშარია

ორი მოსყიდული ჟურნალისტის მონოლოგი – “ყველაფერი კარგად იქნება”

ოქტომბერი 21, 2009 Kubrick 7 კომენტარი

- …იმედი მაქვს ხვდება, რომ ჩვენი საინფორმაციო მხარდაჭერის გარეშე, მისი შედევრი, რომელზეც მხოლოდ ისინი იცინოდნენ, ვისაც 900 მილიგრამი “ლირიკა” ჰქონდათ დალეული, ან შიზოფრენიით იყვნენ დაავადებულნი, საქართველოში ბიუჯეტს ვერ ამოიღებს.
- არა მხოლოდ ხვდება, არამედ უკვე დურეკა ჩვენს ხალხს, რათა დაერეკათ მისი ხალხისათვის, ფინანსური კუთხის განსახილველად. ისე, ეგ დაიკიდე, მაინც დიდი ხანი მოგვიწევს მოცდა. ახლა იმ ჰონორარის ათვისებას მივყოთ ხელი, რომელიც ჩვენთვის უცნობმა მამებმა გადაგვიხადეს.
- რა თანხაზე მიდის საუბარი?
- 4 ციფრიანზე.
- ჩვენს ვალუტზე, თუ ტაჯიკეთის?
- ჩვენსაზე, ჩვენსაზე.
- აუ, ასეთი “ჟმოტი” როგორაა, ერთი ნულიც დაემატებინა. წინა ფილმზეც კი არ გადაუხდია მთლიანი თანხა, ჩვენ კი ლამის რეპუტაციის ფასად დაგვიჯდა ის რეცენზია.
- ამჯერად შეფერხების გარეშე შეგვპირდა. თან ავანსიც გადაგვიხადეს წინასწარ.
- ოო, მაშინ სხვა საქმეა. გთავაზობ დავიწყოთ ასე:”ძნელია იკამათო იმაზე, რომ ავთანდილ ვარსიმაშვილის ბოლო ფილმი, ქმნის სრულიად ახალ საფეხურს, ქართულ კინოინდუსტრიაში. ჩვენი კინემატოგრაფისტებისათვის მეტად არასასიამოვნო ჟანრში – სატირაში. მინდა აღვნიშნო, რომ “ყველაფერი კარგად იქნება”, არის უკამათო შედევრი, ღირსი იმისა, რომ ერთ კონტექსტში მოიხსენიებოდეს ისეთ კლასიკასთან, როგორიცაა “მონტი პაიტონი”, “დოქტორი სტრეინჯლოვი”, “ფარგო”, “მოთამაშე” და ა.შ.”. აბა, როგორია?
- გენიალური.
- ჰეჰ, სპეციალისტის დაწერილია.
- ისე, ნახე საერთოდ ეგ ყლეობა?
- უჰ, ყველაზე საშინელი საათნახევარი იყო ჩემს ცხოვრებაში. იმაზე საშინელი, სკოლაში რომ ჩავიჯვი და მასწავლებელმა დაფასთან გამიძახა.
- სექსის სცენა გახსოვს?
- ეგეთი სექსის სცენები უხვად მაქვს ნანახი, სამასწავლებლოსთან, ხელფასის რიგებში.
- შიშველი შორენა ბეგაშვილი?
- ფლეხ, 11 წლის რომ ვყოფილიყავი, გამისწორდებოდა, მასტურბაციისათვის კარგი მასალა მექნებოდა. ახლა კი, ყოველგვარ საჭიროებას მოკლებული სცენა, სილამაზესა და მიმზიდველობას მოკლებული, სილიკონის ქალის მონაწილეობით – ანტიპათიის მეტი არაფერი მიგრძვნია.
- აჰა. ჩემს გვერდით ვიღაც დედა-შვილი იჯდა. ბავშვი იქნებოდა მაქსიმუმ 8-9 წლის. როგორ მინდოდა იცი ავმდგარიყავი და დედამისისთვის ყბაში მომედო?! იაფფასიან ბორდელში წაეყვანა ბარემ შვილი.
- მე ხალხი რომ იცინოდა იმაზე გამოვყლევდი. ან ეს დედამოტყნული, სად უნახავთ სომხები ეგეთი წაკნავლებითი დიალექტით მეტყველებდნენ?
- კარგი, ძალიან გავიჯვით ახლა, დავუბრუნდეთ რევიუს.
- მოკლედ, ამაზე რას იტყვი: “იდეალურადაა სურათში გაშარჟებული დღევანდელი ყოფა ქვეყნისა. ფარული ქვეტექსტები რიგ ეპიზოდებში, ცხადყოფს უნიკალურ ხედვას რეჟისორისა. თავისუფლად შეგვიძლია შევადაროთ ბატონი ავთო, ძმებ კოენებს და “ყველაფერი კარგად იქნება”, “ო, ძმაო სად ხარ?”-ს და “დაწვი წაკითხვის შემდეგ”-ს”.
- ზედმეტი მოგდის მგონი. არ დაგავიწყდეს, ჯერ მხოლოდ ავანსი გვაქვს აღებული.
- ხო, ხო, მართალი ხარ. ისე, ეს გომელაური ძაღლის მძღნერით იხეხავს კბილებს, თუ ოსტინ პაუერსობას აწვება?
- რავიცი, გულის რევის შეგრძნებას და კბილის ჯაგრისის ჩუქების სურვილს რომ აღმიძრავს, ეგ ცალსახა. სხვას ვერაფერს გეტყვი.
- განვაგრძე მე: “ცეკვის სცენა პლაჟზე, ისეთივე ეპიკური მნიშვნელობისაა, როგორც თურმანისა და ტრავოლტას ტვისტი “Pulp Fiction” – ში და ისეთივე სასაცილოა, როგორც ჯონ ჰიდერის სოლო, “ნაპოლეონ დინამიტში”.
- მაგარია. მუსიკაზე გვავიწყდება რამის თქმა.
- არ დამვიწყებია მუსიკის შექება. შენი არ ვიცი და მე რომ მომაჭრა და უკან გამიკეთო, ამას არ ვიზამ.
- 4 ციფრიან თანხაზეც კი?
- გინდაც 5 ციფრიანზე! კარგი რა, სულ ხომ არ უნდა ჩავიჯვათ სულში. თავმოყვარეობა დავიკიდეთ, ჯანდაბას, მაგრამ ვერაფერი მაიძულებს მაგ ყლეობაზე დადებითი ფრაზა დავწერო.
- მაშინ ვწერთ: “ერთადერთი მინუსი ფილმისა, გახლავთ მუსიკა, რომელიც იმაზე უფრო ცუდი მოსასმენია, ვიდრე სახინკლის ტუალეტის კაბინაში, კოლიტით გატანჯული ადამიანის ჭინთვების მოსმენა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ, დიდი ულუფა ხაშლამა მიირთვა. ერთი სიტყვით, თავიდან-ბოლომდე ყლეობაა”.
- მოიცა, სიტყვა “ყლეობა”-ს ხმარება შეიძლება შეკვეთილ რევიუში?
- ჩვენთვის ყველაფერი შეიძლება კაცო, ტრაკზე მეამბორონ თუ რამე არ მოეწონებათ რა.
- დასკვნით ნაწილში ავღნიშნოთ, რომ ემოციური ფილმია. პატრიოტიზმს აღვივებს და პოზიტივით გავსებს.
- აჰა, და სუიციდისაკენ გიბიძგებს. აუტანელი სიძულვილისაგან მეზობელ სავარძელში მჯდომისათვის მინეტის გაკეთების სურვილს გიჩენს…
- რა გჭირს, მაგას ხომ ვერ დავწერთ?! აუ, ის გახსოვს რა ყლეობ იყო? კუტუმოცახცახე ძაღლი რომ ბარბაცებდა და რაღაც ზე-სირული ტექსტი ედო, მე მაინც გავიმართები წელშიო თუ რაღაც ეგეთი?
- ო, კარგი გამახსენე. “ავთანდილ ვარსიმასვილის გენიალური ეპითეტი, ფილმის დასაწისსა და დასასრულში, წამსვე გვაგონებს ვაჟას და მის “არწივს”. ეს ერთგვარი მოწოდებაა რწმენისა ნათელი მომავლისადმი, რომ ისევ გავიმართებით წელში და კვლავ ვიხილავთ მტრის ბუმბულს, ველად გაშლილ-გაფანტულს”.
- ვირტუოზი ხარ!
- არადა მაგ მომენტზე სულ დედის მუტელი ვიგინე. პრინციპში მთელი ფილმის განმავლობაში, სხვა არაფერი მიკეთებია.
- არ დავასრულოთ? დავიღალე მე. ისე, ბრწყინვალე გამოგვივიდა, როგორც ყოველთვის.
- ფეერიული. ისე, თავი არ გეზიზღება, დადებით რევიუს რომ წერ ფილმზე, რომელიც უფრო მეტად გძულს, ვიდრე უცნობის გადაცემა?
- “საკანზე” მეტადაც მძულს და ვენერიული დაავადების მქონე ვაგინაზეც, მაგრამ რა ვქნა, სამუშაო გვაქვს ასეთი. ობიექტურობაში ფულს არავინ გვიხდის.
- ხო, მართალი ხარ. წამოდი, მეგობრები მაინც გავაფრთხილოთ, რომ ამ დედამოტყნულობაზე არ წავიდნენ.

© ბაჩო ოდიშარია

Harry Potter can suck a cock

სექტემბერი 18, 2009 Kubrick 2 კომენტარი

საოჯახო ფილმების ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორი, კრის კოლომბუსი, ახალ ფილმს იღებს – “Percy Jackson and The Olympians: The Lightning Thief”. სურათი აგებულია ახალგაზრდა ბიჭის ამბავზე, რომელიც ბერძნული მითოლოგიის ღმერთების ბრძოლის ეპიცენტრში აღმოჩნდება, “ემპაირ სთეით ბილდინგის” ლიფტიდან.

რაღაც სინოფსისი მაგრა კვერცხულად ჟღერს არა? ცალსახად, მაგრამ გავარტყი სინოფსის, როდესაც ასეთი სანახაობა გველის. ვარსკვლავებით გადაჭედილი ფილმი (მონაწილეობენ: პირს ბროსნანი, უმა თურმანი, შონ ბინი, კეტრინ კინერი, როზარიო დოუსონი და სტივ კუგანი), რომელშიც ვიხილავთ ზევსს, პოსეიდონს, პერსეფონეს, ჰერას, ჰადესს, ათენას, აფროდიტეს, დიონისეს და ა.შ. აღმოვჩნდებით ოლიმპოს მთაზე და ტრეილერის ხილვის შემდეგ დამეთანხმებით, რომ ოლიმპო მართლაც შესანიშნავად გამოუვიდათ შემქმნელებს.

მართალია არ მიყვარს, როდესაც ფილმის მთავარი გმირი ბავშვები არიან ხოლმე, მაგრამ ჯანდაბას, მთავარია ისეთივე (და უკეთესი) სანახაობრიობა შენარჩუნდეს ფილმში, როგორიც ეს ტრეილერშია. უი, კინაღამ დამავიწყდა, სიუჟეტის მხრივ ერთი რაც მომეწონა, ისაა, რომ აქ, ვიღაც, ზევსს ჭექა-ქუხილს მოპარავს. საწყალი ვიღაც…

© ბაჩო ოდიშარია