I’m kick ass and I’m not gay

არის ასეთი ყველაზე განსხვავებული სახეობა ფილმებისა, რომლებიც რაღაც ეშმაკის მანქანებით ახერხებენ ზემოქმედების მოხდენას პირდაპირ ტვინის სიამოვნების ცენტრზე, გაიძულებენ ჩუმად (ან ხმამაღლა, გააჩნია მდგომარეობას) აღფრთოვანებას, ტაშის კვრას და ტირილს ლიტრობით, ენით აღუწერელი კინომანური სიხარულისაგან. ასეთ ფილმებს, დაუფიქრებლად პატიობ ყველანაირ უკმარისობას სცენარში, სპეც-ეფექტებში და ნებისმიერ სხვა ასპექტში. მოკლედ, საუბარი პატიებაზე, მოდი საერთოდ დავივიწყოთ, “Kick-Ass”-ს ეს არ ჭირდება, რადგან იგი არის დიდებული თავიდან-ბოლომდე.
მეთიუ ვონი უბრალოდ ჟონგლირებს ჟანრებით, ფილმს წარმოაჩენს ხან როგორც შავ კომედიას, პოსტ-მოდერნისტული სულით, ხან როგორც ადრენალინით გაჟღენთილ ბოევიკს, ცოფიანი დრაივით და ტრაკის ამხევი ექშენით, ხან კი დრამატულ ბოევიკს, ჩამთრევსა და ძალზედ ემოციურს. ამასთან ერთად, ნარატივი, რომელიც დასაწყისიდანვე ბრწყინვალე სტარტს იღებს, არ კარგავს აკრეფილ რიტმს, პირიქით, ბოლოსკენ გენიალურობის პიკს აღწევს.
ფილმის სიუჟეტი საერთოდ შეუსრულებელ მისიას ასრულებს: ბოროტი და ცინიკური პაროდია სუპერგმირულ კლიშეებზე, ახერხებს და ინარჩუნებს სუპერგმირული ფილმის წოდებას, რომელიც იცავს კომიქსურ ესთეტიკას. თითქმის ანალოგიური ილეთის გაკეთება მოახერხა ერთი წლის წინ “The Watchmen”-მა – გვიჩვენა როგორი იქნებოდნენ “შურისმაძიებლები ნიღბებში”, რეალობაში რომ ეარსებათ. ერთი მხოლოდ იმ განმანსხვავებელი ნისნით, რომ “The Watchmen”-ი მოგვითხრობს სუპერგმირთა ეპოქის დასასრულზე, “Kick-Ass”-ი კი დასაწყისზე. და იქ, სადაც ზაკ სნაიდერს აქვს ქაოსი, ბნელეთი და პათოსი, მეთიუ ვონს გააჩნია მხიარულება, სიგიჟე და… პათოსი.
აჰ, კი, პათოსური სცენები “Kick-Ass”-ში თავზესაყრელადაა. უბრალოდ, პათოსიც კი მხიარული და გიჟურია: ყველაზე სერიოზულ მომენტებშიც კი, არ გაძლევს საშუალებას დაივიწყო, რომ ფილმის მთავარი გმირი, მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეა, თავგადასავლების მოყვარული და 6 თვიანი მკურნალობის შედეგად, ტკივილის დაბალი მგრძნობელობით, რომელიც ათიდან ორ შემთხვევაში გამოეწყობა ხოლმე სასაცილო მწვანე კოსტიუმში და ხანდახან იღებს გმირულ პოზებს. ამასთან, დეივ ლიზევსკი გონებამახვილი, დაკვირვებული, სასაცილო და სიმპათიურია. და საერთოდ, პერსონაჟები, ფილმის ერთ-ერთი მთავარი პლუსია: hit girl – განუმეორებელია (ცოტახნით შესაძლოა პედოფილად გაგრძნობინოთ თავი), მშვენირი იუმორის გრძნობით, უხამსობებით, და ბრძოლის ტექნიკით, big daddy ხან მზრუნველი მამის როლშია (ცოტათი გარყვნილი გაგებით), ხან დაუნდობელი მკვლელის, red mist კი… აქ უკვე სპოილერების ტერიტორიაზე შებიჯების რისკია, ამიტომ არაფერს ვიტყვი.

ასეა თუ ისე, პერსონაჟების მხრივ, არც ერთი მოსაწყენი, ბანალური, უბრალოდ რუხი და უნიტერესოც კი არავინ მოიძებნება. ამასთან, საუბარია არა მხოლოდ “ფანტასტიკურ ოთხეულზე” კოსტიუმირებული გმირებისა – მეორეხარისხოვანი პერსონაჟები არანაკლებ კოლორიტულები არიან. ბანდიტები, დეივის მეგობრები, თუ ამ უკანასკნელის ერექციის სტიმულატორი – ყველას გააჩნია რაღაც, რაც არ მოგცემთ საშუალებას მათი დავიწყებისა. ალბათ, რეცენზირების წესების მიხედვით, სადღაც ამ აბზაცში უნდა იყოს სენტენცია მშვენიერი მსახიობების შესხებ, რომლებიც იდეალურად მოერგნენ როლებს, მაგრამ მოდი უბრალოდ გამოვტოვებ ამ აუცილებელ პროგრამას და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შთაბეჭდილება იქმნება, რომ big daddy-ს როლი თითქოს სპეციალურად ნიკოლას კეიჯისთვის იწერებოდა (მისი ერთ-ერთი საუკეთესო როლია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე), ხოლო არისტოკრატული მარკ სტრონგი, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალე ანტოგონისტის სახეს მქნის.
ექშენზე პასუხისმგებლები პირველ რიგში hit girl და big daddy არიან. მათი გამოჩენა ეკრანზე, იწვევს ბავშვურ აღფრთოვანებას, განსაკუთრებით კი Kick-Ass-ს მცდელობების კონტრასტულად, იბრძოლოს თავის “ბატონებით”. პირველი, ერთი შეხედვით პატარა საყვარელი გოგონა, დემონსტრირებას ახდენს და საოცრად ფლობს ცივ იარაღს, აღმოსავლური ორთაბრძოლების ილეთებს და gunfight-ს, ნეოს, ან მაგალითად სმიტის (“Shoot em’ up”) დონეზე. ხოლო big daddy-ს ლაშქრობა საწყობში, ყოველმხრივ პატივისცემას იმსახურებს აგენტი ბრაიან მილსის მხრიდან, რადგანაც მისი ყველა ქმედება ზუსტი, ტექნიკური, ეფექტური და ამასთან, საოცრად ყურებადია. და რასაკვირველია განუმეორებელი საუნდტრეკები, რომლებიც ზედმიწევნითაა შერჩეული თითოეულ სცენაზე და თითმის მთელი ფილმი არ წყდება, აგვირგვინებს მაყურებლის ექშენ-ნირვანაში შეყვანას.
მოკლედ და კონკრეტულად, “Kick-Ass” – ეს არის თითქმის ორ საათიანი უწყვეტი კინემატოგრაფული სიამოვნება, რომელიც შედგება მშვენიერი იუმორის, სკალპის ამხდელი ექშენის, დიდებული გმირების, შესანიშნავი ისტორიის, ბრწყინვალე მუსიკის და კიდევ მრავალი წვრილმანისაგან. ფილმის ნახვის შემდეგ, აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვიული ჩაიცვათ სპანდექსი და ებრძოლოთ კრიმინალს. ან უბრალოდ ჩაიცვათ სპანდექსი.
პ.ს. ტრაკს გაუფრთხილდით, Kick-Ass-ს ნამდვილად შეუძლია ეს დაუცველი ადგილი აგახიოთ.
ოჯახში ძალიან ველოდებით ამ ფილმის დვდ ხარისხით ნეტში დადებას.
მიმოხილვა ძალიან მაგარია.
მაგარი რეცენზია, მაგარ ფილმზე
მომენატრა ამ ბლოგის რივიუები. გვაჯახე რამე ახალი.
მოკვა ბლოგი? არადა რა საინტერესოდ იკითხება, გაქვს წერის ნიჭი აშკარად
roca ar damezareba camier reanimacias movuckob xolme.
და ისევ, დაუბრუნდით ბლოგერობას, გეთაყვა : ) ხშირად ვამოწმებ სიახლეებზე, მარა სამწუხაროდ..
ბაჩო ლინკი დადე რა ამ ფილმის, ვერსად ვერ ვნახე
http://allmovies.ge/ge/#movie/ABADBE
ra undoda amis povnas : D
აუცილებლად ფული უნდა გადაგიხადოთ რომ რამე დაწეროთ? :დ
ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი (c) ქართველი : D
გამარჯობათ,
მე ვარ ბლოგ http://www.igeorgia.org -ის ავტორი ქარიმან ქიმაძე. მაინტერესებს ხომ არ დაგაინტერესებდათ ლინკების გაცვლა? თქვენ ბლოგროლში დაამატებდით ჩემი საიტის ლინკს, მე კი footer-ში თქვენი საიტის ლინკს.
ველი თქვენს გამოხმაურებას. ჩემი ელფოსტაა: info@igeorgia.org
პატივისცემით,
ქარიმან ქიმაძე