Archive

Archive for the ‘Uncategorized’ Category

აჰა და დამასვენე!

October 26, 2009 4 comments

დღევანდელ “სერჩ თერმებში” ვიღაც აქტიურად ცდილობდა გაეგო, როგორ გამოიყურება ანიმაციური სტუდიის “პიქსარის” ლოგო.

რა არის პიქსარის სიმბოლო
პიქსარის სიმბოლო
რა არის პიქსარის ანიმაციური სტუდიის სიმბოლო
როგორია პიქსარის ანიმაციური სტუდიის სიმბოლო
პიქსარის ლოგო
რანაირია პიქსარის ლოგო

ძალიან სურს ადამიანს ამის შეტყობა. აგერ ბატონო (თუ ქალბატონო), ეს არის “პიქსარის” სიმბოლო, ლოგო, ა.შ.

დედა მოტყნული ოცნებები

October 26, 2009 10 comments

1. ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ჩავარდეს ატომური ბომბი მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი ლექტორ-სტუდენტი იქნება შიგნით და სამუდამოდ კარანტინის ზონაში მოახვედრონ მისი მიმდებარე ტერიტორია.

2. ვიყო განძარცვული ყველანაირი ემოციისაგან. არ შემეძლოს არცერთი ადამიანური გრძნობის განცდა, საერთოდ არაფრის.

3. დემენტორის შესაძლებლობა მქონდეს, ყველას ბედნიერებას და პოზიტივს ვისრუტავდე და ფეკალიად ვაქცევდე.

4. ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი ძალიან სწრაფად ახდეს და მოვკვდე. სიკვდილი გრძელდებოდეს რამდენიმე საათს და იყოს ზე-მტანჯველი.

5. ჯოჯოხეთში მოვხვდე და მფატრავის ადგილი მომიჩინონ, რათა ყველა მოხვედრილი სული გამოვშიგნო და ვაწამო, იმის გამო, რომ გრძნობები გააჩნდათ.

© ბაჩო ოდიშარია

Categories: Uncategorized

გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები

September 14, 2009 1 comment

წეღან, “პირველ არხზე” რეკლამა ვნახე, რომელიც ახალგაზრდებს წიგნიერებისაკენ მოუწოდებდა. გამეცინა – თითქოს ამ სატელევიზიო რგოლით რამე შეიცვლება. შემდეგ გამახსენდა, რომ ორ თვეზე მეტია არაფერი წამიკითხავს. ზოლას “ფულმა” მორალურად ისე დამაძაბუნა, არაფრის წაკითხვის თავი აღარ მაქვს. მოკლედ, ახლა მე გავაკეთებ იმ წიგნების მცირე ჩამონათვალს, რომლებმაც ჩემზე, ასე თუ ისე, დიდად თუ მცირედ, რაღაც გავლენა მაინც იქონიეს (ნუმერაციას მნიშვნელობა არ აქვს).

1. “დანაშაული და სასჯელი” – ფიოდორ დოსტოევსკი

პირველივე გვერდიდან, დოსტოევსკი სულის ძალიან სახიფათო სიღრმეში ჩამიძვრა და ჩემით მანიპულირება დაიწყო. რასკოლნიკოვის აზროვნების კუთხე ჩემთვის მისაღები გახადა, დასასრულს კი ისეთ მდგომარეობაში დამტოვა, რომ რამდენიმე დღე ეპილოგის ანალიზს მოვანდომე და ყოველ ღამე, ძილის წინ, გონებაში განვიხილავდი, თუ რას ნიშნავდა როდიას სიზმრები და რატომ მესიმპატიურებოდა ასე, ორი ადამიანის მკვლელი.

2. “სამი მეგობარი” – ერიხ მარია რემარკი

ალბათ რემარკის წიგნებმა სიყვარულზე, ერთგულებაზე და ღირსებაზე, ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა, ჩემი ხასიათის და აზროვნების ჩამოყალიბებაში. მან ჩემზე სიკეთისა და მშვიდობის ერთგვარი მანიფესტივით იმოქმედა. უდიდესი თანაგრძნობა აღმიძრა მთავარი გმირების მიმართ და მათ ბედზე ისევე ამაღელვა და მანერვიულა როგორც საკუთარზე.

3. “შიმშილი” – უიტლი სტრიბერი

წიგნმა საოცრად გამიტაცა თავის მისტიკურობით და მარადიული სიცოცხლის თემით. მისი კითხვისას, სრულად ვწყდებოდი რეალობას და სრულ თავისუფლებას ვგრძნობდი ვამპირებით სავსე სამყაროში. მათთან ერთად, ვირტუოზულად ვმოგზაურობდი მეოცე საუკუნის ამერიკიდან, ანტიკურ რომში და უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი რომანში ასახული პერიპეტიებისაგან.

4. “მარტინ იდენი” – ჯეკ ლონდონი

საერთოდ, ჯეკ ლონდონი ძალიან მიყვარს, ეს წიგნი კი განსაკუთრებით. ყველაზე მეტად, ვინც კი საკუთარ თავთან გამიიგივებია, იყო მარტინ იდენი. ვეთანხმებოდი ყველა მის გადაწყვეტილებას და ვგრძნობდი, რომ არსებულ სიტუაციაში, მეც ანალოგიურად მოვიქცეოდი. აღტაცებაში მოვყავდი პერსონაჟის მეტამორფოზებს და სულ უფრო ღრმად ვძვრებოდი მის ტყავში. ალბათ ასეთი გენიალური დასასრულით, სხვა წიგნი არც წამიკითხავს.

5. “დონ კიხოტი” – მიგელ დე სერვანტეს საავედრა

მახსოვს ზაფხული იყო, “ლამანჩელის” კითხვა რომ დავიწყე. აგარაკზე ავედი და როგორც შემდგომ აღმოვაჩინე, წიგნი თბილისში დამრჩა. რამდენიმე წუთში, უკანა გზაზე ვიყავი, მის წამოსაღებად. ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, გიჟური, მახვილგონივრული და ფეერიული ნაწარმოები, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.

6. “ანა კარენინა” – ლევ ტოლსტოი

ტოლსტოის სიუჟეტური გადასვლები, მრავალსაფეხურიანი ისტორიის განვითარებები, ერთი-მეორეზე საინტერესო მოქმედი პირები და მუდმივი ცვლილებები მათ ხასიათში, საშუალებას არ მაძლევდა წიგნიდან თავი ამეღო. თავიდან კარენინა ჩემი ოცნების ქალი იყო, შემდეგ ეს მიზიდულობა ზიზღმა ჩაანაცვლა. ლევინს მთელი არსებით ვგულშემატკივრობდი, ხოლო სტეპან არკადიჩზე მუდმივად მეცვლებოდა შეხედულება. მაგიჟებდა ყოველი დეტალის სკრუპულოზურად აღწერა ავტორის მიერ და მრავალფეროვან შეგრძნებათა ბუკეტი, რომელსაც მწერლის კალამი მჩუქნიდა.

7. “ოსტატი და მარგარიტა” – მიხაილ ბულგაკოვი

საოცრად გამომგონებლური და მხიარული. წიგნი, რომელიც ხან დროის ერთ მონაკვეთში გამყოფებს, ხან მეორეში. ხან ეშმაკთან დაგაყენებს პირისპირ, ხან ქრისტესთან. ეს არის ცინიზმის დღესასწაული და ფანტაზიისათვის ფრთების შესასხმელად, იდეალური მასალა. და მასშია ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟი – კატა ბეჰემოტი, რომლის ხუმრობებზეც ისტერიკულად ვიცინოდი, ხოლო ეპიზოდზე, როდესაც ის განგსტერივით იწყებს იარაღიდან სროლას, ჩემი ემოციები კულმინაციას აღწევდა.

8. “ფიესტა” – ერნესტ ჰემინგუეი

ყველაზე მეტად რამაც წიგნში გამიტაცა, მისი სილაღე იყო. ის თუ როგორ იკითხებოდა და როგორი პირდაპირი და უბრალო სტილით აღწერდა მოქმედებებს ავტორი. რაღაც კუთხით ძალიან ძლიერი და ადვილად აღსაქმელი, ზოგჯერ კი ძალზედ რბილი და ემოციური. ყველაფერი მკაფიოდ და ცალსახად დეკლარირებული. ისე, როგორც ეს ჰემინგუეის პროზას ჩვევია.

9. “ფაუსტი” – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

იყო პერიოდი, როდესაც პოემებზე ჩაციკლული იყავი. განსაკუთრებულად მიყვარდა “დაკარგული სამოთხე”, “ღვთაებრივი კომედია” და “ფაუსტი” (მომიტევოს ჰომეროსმა). ამჯერად არჩევანი ამ უკანასკნელზე გავაკეთე. ძალზედ ძნელია იმ ემოციების გადმოცემა, რომელსაც კითხვის დროს განვიცდიდი. მგონი გოეთემ მიყიდა სული მეფისტოფელს და არა ფაუსტმა. კითხვაზე: “და რის შესახებაა საერთოდ ის?” პასუხის გაცემა, რომ: “რავიცი, ვიღაც უბედური ექიმი ეშმაკს სულს მიყიდის და იწყებს ბედნიერების საძებნელად ბოდიალს” – ნიშნავს თავად მოაწერო ხელი საკუთარი სისხლით, ჯოჯოხეთში სამარადისო საგზურის აღებაზე. ეს პოემა ხომ ყველაფრის შესახებაა: სიცოცხლისა და სიკვდილის, სიყვარულისა და სიძულვილის, არჩევანისა და ვალდებულების, კეთილისა და ბოროტის, ყველაფრის, რაც კი დედამიწის ზურგზე არსბობს.

10. “ულისე” – ჯეიმს ჯოისი

ყველაზე დიდი მისტერია ჩემს პრაქტიკაში. წიგნი, რომელმაც მშთანთქა, დამადებილა და ყველაფერი დამავიწყა ირგვლივ. ჯოისის ყოველ წინადადებას და ფრაზას გულდასმით ვუღრმავდებოდი და მუდამ ქვეტექსტებს ვეძებდი. ვხვდებოდი რომ ეს წიგნი ჩემისთანა მოკვდავებისთვის არ იყო დაწერილი. მე ჩამიქრა სიცოცხლისადმი ტკბობა, რადგან გავაცნობიერე, რომ იმავე ღმერთმა, რომელმაც შემქმნა მე, შექმნა ჯეიმს ჯოისი. არაორაზროვნად, “ულისე” ერთ-ერთი უდიდესი ლიტერატურული ძეგლია, რომელიც ზეადამიანებისათვის დაიწერა. და რაც უფრო შორს ვტოპავდი მისი კითხვისას, მით უფრო მძულდა საკუთარი თავი. საბოლოოდ, მე ის მაინც წავიკითხე, მაგრამ ვთვლი, რომ იმას მაინც ვერ ჩავწვდი, რისთვისაც ნაწარმოები შეიქმნა. ალბათ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მას კვლავ გადავიკითხავ. ან უფრო ადრე, თუ მანამდე გასხივოსნებას მივაღწევ.

© ბაჩო ოდიშარია

Categories: Review, Uncategorized Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

სამი მეგობარი

September 13, 2009 5 comments

ყველაზე მეტად ფასობს ცხოვრებაში ის მომენტები, როდესაც თავს ჰარმონიულად გრძნობ, იკიდებ ყველაფერს და მეგობრების წრეში, გადილაობ ათასგვარ სისულელეზე, იხსენებ ძველ ამბებს და ყვები ახლებს. და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად იდიოტურია ეს დიალოგები, მთავარია, რომ ეს ყველაფერი გულახდილი და ძალდაუტანებელია. პირველივე თავში მოსულ კრეტინობას ამბობ და შემდეგ ამაზე დებლივით იცინი.

ისმენ რეჩევებს, შენთვის საჭირბოროტო საკითხებზე და მერე რა, თუ ეს რჩევები ისევე ჟღერს, როგორც ბარებში გამომსვლელი კომედიანტის “სთენდ-აფ” ხუმრობები, საჭიროების შემთხვევაში, ტონი სერიოზულდება და უკვე რადიკალურად რაციონალური მსჯელობის მსმენელი ხდები. არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ეს ყველაფერი მიცკევიჩის ქუჩის ერთ-ერთ სადარბაზოში ხდება და კორპუსის მცხოვრებლები, რომლებიც თავიანთ საქმეებზე გადი-გამოდიან, გაკვირვებული სახეებით გიყურებენ.

ზიხარ, საუბრობ იმის შესხებ, თუ როგორ გაგიცრუვა მოლოდინი “მიუზის” ახალმა ალბომმა და სამაგიეროდ რა კარგი აღმოჩნდა Phoenix-ს ბოლო ნამუშევარი. განიხილავ დანტე ალიგიერის, ჯონ მილტონს და შარლ ბოდლერს. იხსენებ მათი შემოქმედებისაგან მიღებულ სიამოვნებას და განიხილავ ნაწარმოებებს. ამის შემდეგ, მიედ-მოედები ათას საჭიროება მოკლებულ საკითხებს, განიხილავ მენსტრუალურ ციკლებს, ტანგა ტრუსების არაკომფორტულობას, ბოლო სექსუალურ აქტს, პირველ კოცნას, უხერხულ სიტუაციებს, მოისმენ ისეთ ანეკდოტებს, რომლებზეც მხოლოდ შენ გაგეცინება, მოყვები ბავშვობის გატაცებებს და ა. შ.

შემდეგ, მიხვდები, რომ რაღაც გაკლია, დაფიქრდები და აღმოაჩენ, რომ ზედმეტად ფხიზელი ხარ. წინადადებას წამოაყენებ, რომ დალიოთ და წამსვე მიღებულ იქნება წამოჭრილი “პრობლემის” გადალახვის გზების ძიება. გახვალ უახლოეს მაღაზიაში, შეიძენ ალკოჰოლურ სასმელს, დაუბრუნდები დისლოკაციის ადგილს და განაგრძობ ჩვეულ ტემპში. ცოტათი გრადუსში შესული, უფრო მეტ უაზრობებზე დაიწყებ სიცილს, სამაგიეროდ, უფრო მეტად განიტვირთები და მობილურის ვიბრაციაც კი გაგამხიარულებს.

ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც მიხვდები, რომ დროა სახლებისაკენ გასწიოთ, რადგან სიგარეტიც გათავდა, ვისკის ბოთლიც დაცარიელდა და უკვე ყველაფერზე იცინე, რაც კი შეიძლებოდა თავში მოგსვლოდა, ასეც მოიქცევი და გამოუყვები წვიმით გაჟღენთილ ასფალტს. გზაში კიდევ უფრო მეტ იდიოტობებზე ილაპარაკებ, ხოლო საკუთარ აპარტამენტებში დაბრუნებული, მიხვდები, რომ კარგი საღამო გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მზესუმზირის ნაჭუჭებით დანაგვიანებულ სადარბაზოში გაატარე სამ საათზე მეტი (შენვე დაყარე ძირს), ბომჟივით სვავდი და იმას განიხილავდი სეროზული ტონით, როგორი მამა/დედა იქნებოდი, გაყვებოდი/მოიყვანდი ცოლად საკუთარ თავს და გენდომებოდა თუ არა გყოლოდა ლესბოსელი/გეი მეგობარი.

შეიძლება ეს ყველაფერი ერთი შეხედვით სირულად ჟღერდეს, მაგრამ სღამო მართლაც მხიარული გამოვიდა და რამდენიმე საათიან, მაგრამ მაინც, ჰარმონიულ-იდილიურ მდგომარეობის ნირვანაში შევედით.

ყველა სხვადასხვანაირად აღიქვავს იდილიას. ზოგი ამას კარგ კარიერაში ხედავს, ზოგი სიყვარულში და ზოგი პოპულარობაში. ზოგისთვის კი ეს ძალიან მარტივად მიიღწევა. ერთი კოლოფი სიგარეტი, ერთი ბოთლი Johnnie Walker-ი, სადარბაზოს კიბეები და საყვარელი მეგობრები – სულ ესაა, რაც ჩვენ გვჭირდება.

© ბაჩო ოდიშარია

…Just gonna have to be a different man…

September 12, 2009 2 comments

ბოლო ორი წელია ვამტკიცებ, რომ აბსოულუტურად ყველანი ვიცვლებით და თან ცუდი კუთხით. ვკარგავთ იმ თვისებებს, რომლითაც სხვებისაგან გამოვირჩევით და რაც უნიკალურს გვხდის. ბევრი რომ არ ვიფილოსოფოსო, მოკლედ და კონკრეტულად, ჩემი თეზისი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები იცვლებიან და ეს ცვლილებები სავალალოა.

დღეს ძმაკაცი იყო ჩემთან გამოსული და ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე. იმაზე, თუ როგორ გვაღიზიანებს, როდესაც სუსტი სქესის წარმომადგენლებს ისეთი ბნაჯგვლები აქვთ სხეულის ამა თუ იმ მონაკვეთზე, როგორიც რობინ უილიამსს აქვს თითებზე. მერე ბავშვობის მოგონებებში გადავვარდით, Westlife-ს და Backstreet Boys-ს ვიდეოები ვნახეთ და უეცრად გამახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ, ეგრედ წოდებული “სამეგობრო დღიური” აღმოვაჩინე. გახსოვთ ალბათ ყველას, 90-ანი წლების ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენდა ასეთი სახის “ჟურნალები” და ვისაც არ ჰქონდა, ან არ ავსებინებდნენ, ბანძ მასტად ითვლებოდა.

რასაკვირველია მეც მქონდა ასეთი არაერთი რვეული და ვისაც კარგი კალიგრაფია ქონდა, მხოლოდ მათ ვაძლევდი ხოლმე შესავსებად. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამოვიღე უჯრიდან ლურჯი შეფერილობის რვეული და დავიწყეთ კითხვა.

თემატიკა რადიკალურად იყო შეცვლილი. მე და ჩემი ოთხი მეგობრის მიერ შედგენილი რუბრიკების მიხედვით, გვქონდა გადაჭრელებული მთელი რვეული. მასში იყო “ბლიც კითხვები”, “გულახდილი საუბრები”, (გულახდილობა იმ კითხვის პასუხებში მდგომარეობდა – “რამე რომ იყოს გაიჩხირავ?” “შეყვარებული გყავს?”, “რა მოგწონს ქალებში?”, “შენი ოცნება?” და ა.შ.) “მთელი კვირა 10 კითხვაში”, “მიყვარს, არ მიყვარს” და ყველაზე საოცარი – “ანბანი”, რომლის შევსების პრინციპიც იმაში მდგომარეობდა, რომ ანბანის 33-ვე ასოზე, უნდა დაგეწერა ის, რაც პირველი მოგაფიქრდებოდა, შესაბამის ასოზე.

როდესაც კითხვა დავასრულეთ, ალათ 47 წლის სიცოცხლე მოგვემატა, ნაოჭები არასოდეს გაგვიჩნდება და ენურესი შეგვაწუხებს მინიმუმ 1 კვირა მაინც. ნუ იტყვით და 13 წლის ასაკში, 178სმ ვყოფილვარ, (მხოლოდ 6სმ-თ გავიზარდე) ლუდი არ მძულდა დღევანდელივით (დღიური თარიღდება 2004 წლის 18 აგვისტოთი), საყვარელი სპორტული ფირმა “ნაიკი” ყოფილა, მავნე ჩვევა ბილწსიტყვაობა და შატალოებზე სიარული. აკვიატებული მქონია თითების ტკაცუნი, ვაგროვებდი კომიქსებს, ვაღმერთებდი ბობ მარლის და გაფეტიშებული მქონდა იმამაიკაზე.

საოცნებო კუნძულს ვუწოდებდი და 20 წლის შემდეგ, თავი მხოლოდ მის პლაჟზე წარმომედგინა. არ მიყვარდა “პედერასტები”, “ბოზები”, “ჩათლახი და თესლი ხალხი” შავი სოკოლადი და რძე (ახლა ორივე მიყვარს), თუმცა, რაღაც მაინც ძველებურად დარჩა – ადრე ადგომა და წვნიანი კერძები ახლაც ზიზღს მგვრის. გულახდილად ვაღიარებდი, რომ არასოდეს გავიკეთებდი წამალს, რადგან “შევეცი ყველა ნარკამანს”. ვოცნებობდი გამოვსულიყავი პალეონტოლოგი და აღმომეჩინა აქამდე უცნობი სახეობის დინოზავრი. ვთვლიდი, რომ 13 წლის უკვე ბავშვი აღარ ვიყავი და ვწუხდი იმაზე, რომ ცუდი ადამიანები არსებობენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერასოდეს ვაპატიებდი ღალატს (სტანდარტული პასუხი), არასოდეს დამავიწყდებოდა პირველი კოცნა და ვერასოდეს გავხდებოდი ქიმიკოსი.

შიშს ჩემში მხოლოდ ახლობლების დაკარგვა იწვევდა, ტყუილს მხოლოდ მაშინ ვამბობდი, როდესაც ეს არავის ვნებდა, ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ყურადღებიანი და ვაღიარებდი საკუთარ ნაკლს – სიზარმაცეს. საყვარელი წიგნი ბოკაჩოს “დეკამერონი” იყო, ვგიჟდებოდი “შატალოებზე” სიარულზე და ვფიქრობდი, რომ რეკორდსმენი ვიყავი ამ საკითხში. მიყვარდა ცხოველები და ექსტრემელური სიტუაციები. ვაბოდებდი ჩემს შეყვარებულზე და რომ არ იყოს ის აბზაცები გადაშლილი, რომლებშიც მის შესახებ წერია, სიამოვნებით წავიკითხავდი. ვერ ვიტანდი სკოლას და “შკოლნიკ ხალხს”, ჩემი ალგებრა/გეომეტრიის, ქიმიის და ფიზიკის მასწავლებლებს. მძულდა ნალექიანი ყავა, რეპი, შოკოლადი “მარსი” და ანტიპათიას იწვევდნენ ქერა და ცისფერთვალება გოგონები.

ძალიან მიტაცებდა და ვცდილობდი ღრმად ვყოფილიყავი ჩახედული ბერძნულ მითოლოგიაში. ვენერა მილოსელი “მაგარ ქანდაკებად” მიმაჩნდა, ლამაზი ქალი კი შთაგონების წყაროდ. ბიბილიური ონანის მითიც ზეპირად ვიცოდი, ყაყაჩოსაგან ოპიუმის მიღების ხერხებიც და გაგიკვირდებათ და ისიც, რომ წყალი ერთ-ერთი ის აუცილებელი კომპონენტია, რომლის გარეშედაც ადამიანი ვერ იარსებებს. სიყვარული უდიდეს გრძნობად მიმაჩნდა, საპირისპირო სქესში ყველაზე მეტად ღიმილი მხიბლავდა და ცხენს ცხოველთა იმ კატეგორიას მივაკუთვნებდი, რომელიც “მაგარს დარბის და რომლის გახედვნაც, არც თუ ისე ძნელია”.

ზემოთხსენებული და კიდევ სხვა მრავალი მარგალიტი აღმოვაჩინე დღეს, რომელსაც 5 წლის წინ სრული სერიოზულობით ვუყურებდი. გარდა იმისა, რომ უზომოდ ბევრი ვიცინე, სერიოზულადაც დავფიქრდი იმაზე, რომ ადამიანები სულ უფრო და უფრო რადიკალურად ვიცვლებით. სასიხარულო ის იყო, რომ მე დადებითი ცვლილებები აღმოვაჩინე და გულზე მომეშვა, ჩემი ხელითვე დაწერილი მისწრაფებები, ახლა სრული ინდიფერენტულობის ექვივალენტური რომ არის ჩემთვის.

ასეა თუ ისე, ბევრი რამ პოზიტურად შეიცვალა, ბევრი ნეგატიურად. ახლა, იმამაიკას ალასკა მირჩევნია, ბობ მარლის მორისეი, “დეკამერონს” “სამი მეგობარი” “ჰეინეკენს” ლიმნიანი ჩაი, ჰომოფობი აღარ ვარ, კოლექციებიც გავაჩუქე, მასწავლებლების ნაცვლად, ლექტორებს ვაგინებ, გაკვეთილების მაგივრად კი ლექციებს ვაცდენ. ერთი რამ კი მაინც უცვლელი დარჩა და ბოლომდე ასე იქნება – კინემატოგრაფი და მუსიკა, ყოველთვის მეყვარება.

© ბაჩო ოდიშარია

Categories: Ugly Truth, Uncategorized Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,
Follow

Get every new post delivered to your Inbox.