ვინ ხარ სინამდვილეში?

ასე და ამგვარად, დადგა დრო, გაირკვეს, ვინ ხარ შენ სინამდვილეში – გოგოების ღრუბელი (AKA “მაჩალკა”), თუ თავისუფლების მოყვარული არწივი. ცხოვრებაში არ შემიდგენია ტესტი და არც არაფერი ამდაგვარი, მაგრამ ფილმმა, მხოლოდ ყვერებიანი მამაკაცებისათვის – “Ghosts of girlfriends past”, შთამაგონა და მიბიძგა ამის გაკეთებისაკენ. მე შევადგინე პატარა, მაგრამ 100%-ანი სიზუსტის ტესტი, რათა გამოვლინდეს, შენი შეთავსებადობა ამ ფილმთან.
ქულების დათვლის პრინციპი მარტივია: ყოველ ა) ასოზე გაცემულ პასუხზე, გეწერება ნული ქულა. ყოველ ბ)ასოზე გაცემულ პასუხზე 1 ქულა, ხოლო გ) ასოზე, დაუნანებლად შეგიძლია მიითვალო მთელი 2 ქულა. საბოლოო პასუხებს შეაჯამებ და ტესტის ბოლოს, აღმოაჩენ საკუთარ უტყუარ ფსიქოლოგიურ პორტრეტს.
მოემზადე, არ მოგერიდოს სიმართლის თქმა და შენ გამარჯვებული გამოხვალ. დაე გფარავდეს შტორცი, ისეთივე გრძელი, როგორიც მე მაქვს!
1. შენ გინდა საცეკვაოდ გაიწვიო გოგო, რომელიც მოგწონს, მაგრამ სანამ შენ კურაჟს იკრებ, მას უკვე სხვა ვიღაც ეზასავება. რას ფიქრობ ამ დროს?
ა) “თავად ვარ დამნაშავე, ონანისტივით რომ ვიდექი”
ბ) “მალე გამიხსენებ ძვირფასო”
გ) “წავიდეს ერთი მაგისიც, უკეთეს ნაშას ვიპოვნი”
2. უშნო მანდილოსნის დანახვისას, შენ გინდება:
ა) კითხო მას სად მდებარეობს საჯარო ბიბლიოთეკა
ბ) აღმოჩნდე სხვა ადგილას და სხვა დროში
გ) გაიყვანო გვერდით და შუბლი გაუხვრიტო – რისთვის ამძიმებს ტყუილად დედამიწას?
3. რა დოზით თვრები ქორწილებში (რა თქმა უნდა სხვის ქორწილებში)?
ა) ვსვავ მხოლოდ ნატურალურ წვენებს
ბ) ისე, რომ დილით თავი არ მტკიოდეს
გ) ვიწყებ პატარძლის დედასთან არშიყს და ვესაუბრები გარდაცვლილ ბიძას
4. ყველა პრეზერვატივი, რომლიც კი ოდესმე ღირსეულად, დანიშნულებისამებრ გამოგიყენებია, უეცრად ციდან ცვივა და თავზე გეყრება. შენი რეაქცია –
ა) “რა არის პრეზერვატივი?”
ბ) “უშფოთველად გავშლი ქოლგას და დავიწყებ თვლას”
გ) “პანიკაში ჩავვარდები და თავშესაფრის ძებნას დავიწყებ”
5. გეყოფა სიმამაცე, იყო გულახდილი, საკუთარი საქციელის გამო, ისტერიკაში ჩავარდნილი პატარძლის წინშე?
ა) მირჩევნია “ვალერიანის” წვეთები დავალევინო
ბ) მწარე სიმართლე, ტკბილ სიცრუეს ჯობს
გ) “შენ სქელი ტრაკი გაქვს, პატარა ძუძუები და უგემური საქორწინო ტორტი – სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა”
6. გოგოსთან დაშორების ყველაზე უმტკივნეულო ხერხი არის?
ა) როგორ შეიძლება? არავითარ შემთხვევაში, მე სიკვდილამდე ერთგული ვარ
ბ) კარგ რესტორანში, ძალდაუტანებელი საუბრით
გ) ქსელური ვიდეოჩატით. გოგოების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა.
7. შენმა საცოლემ შეიტყო, რომ შენ, წარსულში, მისი უახლოესი მეგობარი გყავს გაჟიმული და ახლა მისი საყვარელი მომართვის ფორმა შენდამი არის – ყლე. რით იმართლებ თავს?
ა) “ყლემ გაითავისა საკუთარი შეცდომა, ყლე მეტს აღარ იზამს”
ბ) “შენ რა, გეგონა, რომ დაბადებიდანვე მიყვარდი?”
გ) “wtf? ეს ნაბოზვარი მაშინ ჯერ არ იყო შენი მეგობარი, თავად შენ კი გამარჯობით ძლივს გიცნობდი”
8. ჩუქნი თუ არა მდედრებს შოკოლადს?
ა) მუდმივად ვამარაგებ ათასგვარი “ბამბანერკებით”
ბ) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წონის პრობლემა არ აქვს
გ) რატომ? იმიტომ, რომ მერე მისი ცელულიტის ოპერაციაში ფული გადავყარო? დებილი კი არ ვარ
9. რა არის შენს მოსარჯულებლად საჭირო?
ა) რავიცი, ნებისმიერი კვერცხობა წავა
ბ) ნამდვილი სიყვარული
გ) სექსუალური გოგო, რომელიც მთელი ღამე ჩენს ტყვნაში გაატარებს
10. ღირს ჯენიფერ გარნერი იმად, რომ მის გამო ცხოვრება აირ-დაირიო?
ა) მე ჩემს ნაშებსაც ყველას ჯენიფერს ვეძახი
ბ) როგორმე ბენ აფლეკი იზრუნებს ამაზე
გ) ჩემს მაგივრად არჩევანი ჰოლივუდის სცენარისტმა გააკეთა
ესეც ასე, ტესტი გავლილია. ვნახოთ რამდენი ქულა დააგროვე.
0 – 5 ქულა:
გილოცავ, შენ ქალი ხარ, მიუხედავად იმისა, თუ პასპორტი საპირისპიროს ამტკიცებს! მანდილოსნები კარგ მეგობრად გთვლიან, ყველა მამრი კი მეგა გეიდ მიგიჩნევს. მაგრამ პლუსებიც არსებობს – შენ უშფოთველად შეგიძლია მახინჯ მდედრებთან ურთიერთობა და არ გაქვს ფარული ჟინი, ყველა სწრაფი კვების ობიექტი ტერორისტული აქტის შედეგად გაანადგურო, რათა საკუთარი ჭარბი წონის პრობლემა აღმოფხვრა. უი ხო, ფილმს რაც შეეხება. შენ ის არ მოგეწონება – სუფთა წყლის პორნოგრაფიაა, შენ კი პორნოებს რასაკვირველია არ უყურებ.
6 – 12 ქულა:
ალბათ, ერთგვარი ოქროს შუალედი. გადახრების გარეშე. წონასწორობის წერტილი. მაგრამ შენ ძალზედ სახიფათო გზას ადგახარ. ადრე თუ გვიან, შოვინიზმი თავისას გაიტანს და “Ghosts of girlfriends past”-ზე, შენ იცინებ ხმამაღლა და პირისპირ აღმოჩნდები გულისსწორის გაოგნებულ გამომეტყველებასთან. მართლა, ჯობს ბუკეტები არ დაიჭიროს ქორწილში, შემდეგ მისი მოქნილობა ვეღარ მოგხიბლავს.
13 – 20 ქულა:
გილოცავ, შენ ნამდვილი მამაკაცი, ალფა-მექალთანე და სუპერმაჩო ხარ! მხოლოდ შენნაირების წყალობით, ჩვენ, მამაკაცებს, ჯერ კიდევ არ გვაიძულებენ დამსხდრებმა მოვფსათ და ქორწინების შემდეგ ცოლის გვარზე გადავიდეთ. გარანტიას გაძლევ, რომ ფილმისგან, აღფრთოვანებული დარჩები. ხოლო თუ მას შენს girlfriend-თან ერთად ნახავ, საგრძნობლად დაზოგავ დროს, მასთან განმარტებით საუბრებზე: შენი ჰომერისეული ხითხითი და შეძახილები – “ეგრე გააგრძელე მაკკონაჰი!”, მას უბრალოდ ვალდებულს გახდის, სწორი დასკვნები გამოიტანოს.
© ბაჩო ოდიშარია
