მთავარი > Awesomeness, Hot News > შენ, რობოტი

შენ, რობოტი

გუშინწინ რთული ღამე იყო. ძმაკაცი მომადგა ვისკის ბოთლით ხელში, წამოდი იპოდრომზე დავლიოთო. შევზარხოშდით ცოტა, მერე თვალთან ტრავმაც მივიღე და საბოლოოდ სახლში ამოვედით. იქნებოდა ასე დილის 5 საათი. მიუჯდა ძმაკაცი კომპიუტერს და მეკითხება, ვიცი თუ არა რაიმე პროქტ “ნატალ”-ის შესახებ. მე მხრები ავიჩეჩე და მორჩილად მივუჯექი ეკრანს. მოკლედ, იმბიცილის გამომეტყველება მქონდა სახეზე, როდესაც დავასრულე ზემოთხსენებული პროექტის შესახებ ვიდეოს ყურება.

რაშია ახლა საქმე, X-Box-მა შეიმუშავა სრულიად ახალი, ნოვაციური ტქენოლოგია, სუპერ კომპიუტერი, რომელსაც არ ჭირდება არანაირი ჯოისტიკი. სამართავი პულტი, შენი სხეულის მოძრაობა და ხმაა. მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია ითამაშოს “ფორმულა 1” და ამისთვის მხოლოდ ხელის ჰაერში მოძრაობაა საჭირო. არანაირი სადენები, ან ღილაკები, ყველაფერი მინიმალისტურ მდგომარეობამდეა დაყვანილი. კომპიუტერი ასკანერებს შენს მოძრაობას და გამოსახულებაზე ჩნდება იგივე მოქმედება, რასაც შენ სინამდვილეში ანხორციელებ.

მართალია “ნატალ”-ი იდეალური გასართობი მანქანაა, რომელიც არ ზღუდავს მოთამაშეთა რაოდენობას, შესაძლებელია როგორც ერთმა ადამიანმა, ისევე მთელმა ოჯახმა, ერთდროულად მიიღოს მონაწილეობა გართობაში. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი წინაა. ამ ყველა სიამესთან ერთად, project natal-ს გააჩნია ფუნქცია “მაილო”, რომელიც ვიზუალურად 10-12 წლის ბავშვს გავს. ის აღიქვავს მომხმარებლის ემოციებს, შეუძლია მასთან ნებისმიერ თემაზე საუბარი. შეუძლია მიხვდეს, ატყუებენ თუ არა და ამასთან, მას შეგიძლიათ სხვადასხვა საგნები მიაწოდოთ ეკრანს მიღმა!

მოკლედ, ხელოვნური ინტელექტი და მანქანების აჯანყება კარსაა მგონი მომდგარი. ნუ გაგიკვირდებათ ერთხელაც თუ თქვენმა ვირტუალურმა მეგობარმა მაილომ, სრულიად უწყინარი ეკრანიდან, ტრაკში სამართებელი გაგიკეთოთ.

© ბაჩო ოდიშარია

Advertisements
  1. სექტემბერი 11, 2009, 6:37 PM

    არადა ამაზე მე უნდა დამეწერა :დ

  2. Kubrick
    სექტემბერი 11, 2009, 6:48 PM

    მე რომ არ მეთქვა ჩემ დიუბუას დაწერდი : D

  3. maqciaa
    სექტემბერი 12, 2009, 9:49 AM

    :blink: :O

    ჯერ კიდე ვერ ვიჯერებ..

  4. სექტემბერი 12, 2009, 7:42 PM

    ხო, მaლე დაგვერხევა ძალიან. : D

  5. სექტემბერი 14, 2009, 4:31 PM

    თქვენადა ჯონ კონორის ნომერი ხომ არავის გაქვთ? ))))))

  6. John Deacon
    სექტემბერი 17, 2009, 7:01 AM

    meshinia 😦

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: