მთავარი > Hot News, Movie > Jack Sparrow is back again!

Jack Sparrow is back again!

დღეს, სტუდია Walt Disney Pictures-მა, ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ “კარიბის ზღვის მეკორბეების” მეოთხე ნაწილი, გამოვა 2011 წელს და მისი სახელწოდება იქნება: Pirates of the Caribbean: On Stranger Tides.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავტორმა ტიმ პაუერსმა, დაწერა წიგნი, ანალოგიური სათაურით – On Stranger Tides. სიუჟეტის მცირედი ექსკურსის გარეშე, არაფერი გამოვა. მოხერხებულად მოკალათდით სავარძლებში და გამაგრდით:

მეთოჯინე ჯონ შანდანაკი, მიემგზავრება იამაიკაზე, რათა შური იძიოს ბიძაზე, რომელმაც მამის დანატოვარი მემკვიდრეობა მოჰპარა, მაგრამ ამის მაგივრად, იგი აღმოჩნდება ადგილობრივი ბანდიტების ტყვეობაში, ხოლო საბოლოოდ, თავად გახდება ერთ-ერთი მათგანი – კაპიტანი ჯეკ შენდი. მთავარი გმირი, აღმოაჩენს თავისთვის უცნობ, ახალ სამყაროს, სადაც არ არსებობს ქცევის ნორმები, ზღვაში გემები უმიზეზოდ ესვრიან ერთმანეთს ზარბაზნებიდან, ხოლო ნაპირზე, თავის ბინძური საქმეებით არიან დაკავებულნი, ვუდუს მიმდევარი ჯადოქრები. ამასობაში, ლეგენდარული მეკობრე შავწვერა, აგროვებს თავის ფლოტს, რათა აღმოაჩინოს მითიური ახალგაზრდობის შადრევანი. ჯეკ შენდი იძულებულია იზრუნოს საკუთარი თავის და მისი შეყვარებულის გადარჩენაზე, შავწვერას ზებუნებრივი ძალებისაგან.

ეს ყველაფერი, მშვენივრად ერწყმის “მეკობრეების” მესამე სერიის დასასრულს, როდესაც ბარბოსა, რეკვიზიციას უკეთებს “შავ მარგალიტს”, ხოლო ჯეკს, აღმოაჩნდება რუკის მნიშვნელოვანი ნაწილი.

როგორც ჩანს ანტოგონისტი შავწვერა იქნება. სიუჟეტის შესახებ სხვა ჯერ არაფერია ცნობილი. ბრუკჰაიმერი უშედეგოდ ცდილობს გორ ვერბინსკი დაითანხმოს რეჟისორის პოსტზე, მაგრამ რაც მთავარია, ჯონი დეპი და ჯეფრი რაში, მზად არიან თავიანთი ეკრანული გმირების ტყავში, აგერ უკვე მეოთხედ გაეხვიონ.

© ბაჩო ოდიშარია

Advertisements
  1. სექტემბერი 14, 2009, 4:28 PM

    თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბოლოს მაინც დათანხმდება ვერბინსკი გადაღებებს უხელმძღვანელოს. რატომღაც მეგონა, რომ ქვესათაური უკვდავების შადრევანი იქნებოდა )))

  2. სექტემბერი 14, 2009, 4:56 PM

    რავიცი, ჯერ-ჯერობით მტკიცე უარზე დგას : D მე ძალიან გამიხარდება თუ დაუბრუნდება რეჟისორის სავარძელს. მის გარეშე “მეკობრეები” ისევე ვერ წარმომიდგენია, როგორც ჯონის და ჯეფრის გარეშე.

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: