მთავარი > Movie, Review > Which one of you nuts has got any guts?

Which one of you nuts has got any guts?

რამდენიმე წუთის წინ მეგობარმა დამირეკა, “კუკუშკა” ვისი ფილმიაო მკითხა. მილოშ ფორმანის მეთქი ვუპასუხე. ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი რომელია შენი აზრითო. აქ ცოტა გამიჭირდა პასუხის გაცემა, სავსეა ფილმი ასეთი მომენტებით, მაგრამ პირველი, რაც გონებაში ამომიტივტივდა, ის სცენა იყო, მუდმივი ერთფეროვნებისაგან შეწუხებული “დარტყმული” რომ გაჰკივის, მინდა რამე შეიცვალოსო. ასეც მოვახსენე მეგობარს და ფიქრებში გართულს, სულ დამავიწყდა მეკითხა, რისთვის ჭირდებოდა ამის გაგება. კარგად აღვიდგინე მეხსიერებაში ფილმის ზემოთხსენებული მონაკვეთი და კიდევ უფრო ღრმად ჩავფიქრდი.

“მე მინდა, რომ რაღაც მაინც შეიცვალოს!” – ეს სასოწარკვეთილი ყვირილი საცოდავი ჩესვიკისა, რომელმაც ვერ გაუძლო ექიმ რეჩეტის ტოტალიტარიზმს, გამოძახილია ჩვენი სულისა, რომელიც ისწრაფვის თავისუფლებისაკენ, ყოველგვარი დიქტატურისა და “გონების გამორეცხვის” გარეშე. ფსიქიატრიულ კლინიკაში, რმელიც უმკაცრესი რეჟიმის ციხეს უფრო გავს, არ ჭირდებოდათ დესპოტი რეჩეტის “თერაპია”.

სამყაროში, რომელშიც შენს ნაკლოვანებებზე იცინიან, ძნელია გახდე ნორმალური. ქალბატონი რეჩეტის მიერ შექმნილ “საკონცენტრაციო ბანაკში” მყოფი პაციენტებისათვის, რენდალ მაკმერფი გახდა სანიმუშო პიროვნება, ეტალონი, მისაბაძი მაგალითი, ადამიანი, რომელსაც შეიძლება თვალდახუჭული ენდო. მათ მასში დაინახეს მხსნელი, მეგობარი, დამცველი. ბევრს უნდოდა ისეთივე ყოფილიყო, როგორიც მაკმერფი, ზოგს კი სურდა თავად ყოფილიყო რენდი.

მართალია ამბოხს იშვიათად მოაქვს დადებითი რეზულტატები, მაგრამ სულიერი ციხიდან თავის დასაღწევად, იქ, სადაც მეფობს არა ჯანსაღი აზრი, არამედ რეპრესიული კონტროლი, იქ, სადაც ადგილი აქვს კარნახს ქცევისას, იქ სადაც სუფევს განუკითხაობა და აკრძალულია იყო ადამიანი, ნამდვილად ღირს ამის გაკეთება.

რეჩეტის მცდელობა, მოექცია კლინიკის მცხოვრებლები საკუთარ ჩარჩოებში, ექცია ისინი უსარგებლო ბოსტნეულად – ფიასკოთი დასრულდა. მართალია მან ძალადობის მეშვეობით ჯანსაღი ადამიანი გონებაჩლუნგად აქცია (ძალადობის გარდა ტოტალიტარიზმს სხვა ხერხები არ გააჩნია), მაგრამ ისეთები, როგორიც იყო მაკმერფი, ყოველთვის გამარჯვებულები გამოდიოდნენ, სიკვდილის შემდეგაც კი.

იგი იყო ერთგვარი პირველი მერცხალი, რომელმაც საკუთარ მხრებზე ივირთა გაზაფხულის მოყვანა. მან გადადგა პირველი ნაბიჯი, მაგრამ მიუხედავად მარცხისა, მაინც ყველაზე დიდი საქმე გააკეთა, რადგან მას მიმდევრები გამოუჩნდნენ, ისინი კი ნამდვილად შეძლებენ მაკის წამოწყების ბოლომდე მიყვანას.

რენდალი შეეცადა მაინც, ჩვენ კი ხშირად გვეშინია არსებული სისტემის წინააღმდეგ წასვლა, გვეშინია ვიყოთ თეთრი ყვავები, განვუდგეთ საყოველთაო ტირანიას და გამოვაცხადოთ პროტესტი, იმისდა მიუხედავად, თუ რა საფასურის გადახდა მოგვიწევს ამის გამო. ყოველ ჩვენგანს, საკუთარი გეზი აქვს გუგულის ბუდის გადასაფრენად, მაგრამ იშვიათად თუ აღწევს ვინმე, დანიშნულების ადგილამდე.

© ბაჩო ოდიშარია

Advertisements
  1. სექტემბერი 16, 2009, 6:47 AM

    მეგონა ნამუსი გეყოფოთა და ჩემზეც დაწერდი რამეს ამ სტატიაში. ანაც არასწორი მითითების მიცემის მაგივრად ჯობდა ჩემი ნომერი მიგეცა შენი მეგობრისთვის და დავაკვალიანებდი. დისერტაცია მაქვს ამ თემაზე დაცული

  2. სექტემბერი 16, 2009, 1:10 PM

    ბიჭო თავიდან ვაპირებდი, მეთქი დავწერ ეძღვნება ჩემს საყვარელ ძმაკაცს, დათო გორგილაძეს-თქო, მაგრამ, მერე ვიფიქრე ძალიან სენტიმენტალური გამოვა თქო და… : D ხოდა, არასწორი მითითება რომელი მივეცი ერთი ძალიან მაინტერესებს?

  3. ივნისი 14, 2010, 10:07 PM

    ეს თემა უფრო უნდა განავრცო ბაჩო : ) მარტო ფილმი მქონდა ნანახი, ახლა წიგნიც წავიკითხე–მირჩევნია

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: