მთავარი > Movie, Review, Ugly Truth > ორი მოსყიდული ჟურნალისტის მონოლოგი – “ყველაფერი კარგად იქნება”

ორი მოსყიდული ჟურნალისტის მონოლოგი – “ყველაფერი კარგად იქნება”

– …იმედი მაქვს ხვდება, რომ ჩვენი საინფორმაციო მხარდაჭერის გარეშე, მისი შედევრი, რომელზეც მხოლოდ ისინი იცინოდნენ, ვისაც 900 მილიგრამი “ლირიკა” ჰქონდათ დალეული, ან შიზოფრენიით იყვნენ დაავადებულნი, საქართველოში ბიუჯეტს ვერ ამოიღებს.
– არა მხოლოდ ხვდება, არამედ უკვე დურეკა ჩვენს ხალხს, რათა დაერეკათ მისი ხალხისათვის, ფინანსური კუთხის განსახილველად. ისე, ეგ დაიკიდე, მაინც დიდი ხანი მოგვიწევს მოცდა. ახლა იმ ჰონორარის ათვისებას მივყოთ ხელი, რომელიც ჩვენთვის უცნობმა მამებმა გადაგვიხადეს.
– რა თანხაზე მიდის საუბარი?
– 4 ციფრიანზე.
– ჩვენს ვალუტზე, თუ ტაჯიკეთის?
– ჩვენსაზე, ჩვენსაზე.
– აუ, ასეთი “ჟმოტი” როგორაა, ერთი ნულიც დაემატებინა. წინა ფილმზეც კი არ გადაუხდია მთლიანი თანხა, ჩვენ კი ლამის რეპუტაციის ფასად დაგვიჯდა ის რეცენზია.
– ამჯერად შეფერხების გარეშე შეგვპირდა. თან ავანსიც გადაგვიხადეს წინასწარ.
– ოო, მაშინ სხვა საქმეა. გთავაზობ დავიწყოთ ასე:”ძნელია იკამათო იმაზე, რომ ავთანდილ ვარსიმაშვილის ბოლო ფილმი, ქმნის სრულიად ახალ საფეხურს, ქართულ კინოინდუსტრიაში. ჩვენი კინემატოგრაფისტებისათვის მეტად არასასიამოვნო ჟანრში – სატირაში. მინდა აღვნიშნო, რომ “ყველაფერი კარგად იქნება”, არის უკამათო შედევრი, ღირსი იმისა, რომ ერთ კონტექსტში მოიხსენიებოდეს ისეთ კლასიკასთან, როგორიცაა “მონტი პაიტონი”, “დოქტორი სტრეინჯლოვი”, “ფარგო”, “მოთამაშე” და ა.შ.”. აბა, როგორია?
– გენიალური.
– ჰეჰ, სპეციალისტის დაწერილია.
– ისე, ნახე საერთოდ ეგ ყლეობა?
– უჰ, ყველაზე საშინელი საათნახევარი იყო ჩემს ცხოვრებაში. იმაზე საშინელი, სკოლაში რომ ჩავიჯვი და მასწავლებელმა დაფასთან გამიძახა.
– სექსის სცენა გახსოვს?
– ეგეთი სექსის სცენები უხვად მაქვს ნანახი, სამასწავლებლოსთან, ხელფასის რიგებში.
– შიშველი შორენა ბეგაშვილი?
– ფლეხ, 11 წლის რომ ვყოფილიყავი, გამისწორდებოდა, მასტურბაციისათვის კარგი მასალა მექნებოდა. ახლა კი, ყოველგვარ საჭიროებას მოკლებული სცენა, სილამაზესა და მიმზიდველობას მოკლებული, სილიკონის ქალის მონაწილეობით – ანტიპათიის მეტი არაფერი მიგრძვნია.
– აჰა. ჩემს გვერდით ვიღაც დედა-შვილი იჯდა. ბავშვი იქნებოდა მაქსიმუმ 8-9 წლის. როგორ მინდოდა იცი ავმდგარიყავი და დედამისისთვის ყბაში მომედო?! იაფფასიან ბორდელში წაეყვანა ბარემ შვილი.
– მე ხალხი რომ იცინოდა იმაზე გამოვყლევდი. ან ეს დედამოტყნული, სად უნახავთ სომხები ეგეთი წაკნავლებითი დიალექტით მეტყველებდნენ?
– კარგი, ძალიან გავიჯვით ახლა, დავუბრუნდეთ რევიუს.
– მოკლედ, ამაზე რას იტყვი: “იდეალურადაა სურათში გაშარჟებული დღევანდელი ყოფა ქვეყნისა. ფარული ქვეტექსტები რიგ ეპიზოდებში, ცხადყოფს უნიკალურ ხედვას რეჟისორისა. თავისუფლად შეგვიძლია შევადაროთ ბატონი ავთო, ძმებ კოენებს და “ყველაფერი კარგად იქნება”, “ო, ძმაო სად ხარ?”-ს და “დაწვი წაკითხვის შემდეგ”-ს”.
– ზედმეტი მოგდის მგონი. არ დაგავიწყდეს, ჯერ მხოლოდ ავანსი გვაქვს აღებული.
– ხო, ხო, მართალი ხარ. ისე, ეს გომელაური ძაღლის მძღნერით იხეხავს კბილებს, თუ ოსტინ პაუერსობას აწვება?
– რავიცი, გულის რევის შეგრძნებას და კბილის ჯაგრისის ჩუქების სურვილს რომ აღმიძრავს, ეგ ცალსახა. სხვას ვერაფერს გეტყვი.
– განვაგრძე მე: “ცეკვის სცენა პლაჟზე, ისეთივე ეპიკური მნიშვნელობისაა, როგორც თურმანისა და ტრავოლტას ტვისტი “Pulp Fiction” – ში და ისეთივე სასაცილოა, როგორც ჯონ ჰიდერის სოლო, “ნაპოლეონ დინამიტში”.
– მაგარია. მუსიკაზე გვავიწყდება რამის თქმა.
– არ დამვიწყებია მუსიკის შექება. შენი არ ვიცი და მე რომ მომაჭრა და უკან გამიკეთო, ამას არ ვიზამ.
– 4 ციფრიან თანხაზეც კი?
– გინდაც 5 ციფრიანზე! კარგი რა, სულ ხომ არ უნდა ჩავიჯვათ სულში. თავმოყვარეობა დავიკიდეთ, ჯანდაბას, მაგრამ ვერაფერი მაიძულებს მაგ ყლეობაზე დადებითი ფრაზა დავწერო.
– მაშინ ვწერთ: “ერთადერთი მინუსი ფილმისა, გახლავთ მუსიკა, რომელიც იმაზე უფრო ცუდი მოსასმენია, ვიდრე სახინკლის ტუალეტის კაბინაში, კოლიტით გატანჯული ადამიანის ჭინთვების მოსმენა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ, დიდი ულუფა ხაშლამა მიირთვა. ერთი სიტყვით, თავიდან-ბოლომდე ყლეობაა”.
– მოიცა, სიტყვა “ყლეობა”-ს ხმარება შეიძლება შეკვეთილ რევიუში?
– ჩვენთვის ყველაფერი შეიძლება კაცო, ტრაკზე მეამბორონ თუ რამე არ მოეწონებათ რა.
– დასკვნით ნაწილში ავღნიშნოთ, რომ ემოციური ფილმია. პატრიოტიზმს აღვივებს და პოზიტივით გავსებს.
– აჰა, და სუიციდისაკენ გიბიძგებს. აუტანელი სიძულვილისაგან მეზობელ სავარძელში მჯდომისათვის მინეტის გაკეთების სურვილს გიჩენს…
– რა გჭირს, მაგას ხომ ვერ დავწერთ?! აუ, ის გახსოვს რა ყლეობ იყო? კუტუმოცახცახე ძაღლი რომ ბარბაცებდა და რაღაც ზე-სირული ტექსტი ედო, მე მაინც გავიმართები წელშიო თუ რაღაც ეგეთი?
– ო, კარგი გამახსენე. “ავთანდილ ვარსიმასვილის გენიალური ეპითეტი, ფილმის დასაწისსა და დასასრულში, წამსვე გვაგონებს ვაჟას და მის “არწივს”. ეს ერთგვარი მოწოდებაა რწმენისა ნათელი მომავლისადმი, რომ ისევ გავიმართებით წელში და კვლავ ვიხილავთ მტრის ბუმბულს, ველად გაშლილ-გაფანტულს”.
– ვირტუოზი ხარ!
– არადა მაგ მომენტზე სულ დედის მუტელი ვიგინე. პრინციპში მთელი ფილმის განმავლობაში, სხვა არაფერი მიკეთებია.
– არ დავასრულოთ? დავიღალე მე. ისე, ბრწყინვალე გამოგვივიდა, როგორც ყოველთვის.
– ფეერიული. ისე, თავი არ გეზიზღება, დადებით რევიუს რომ წერ ფილმზე, რომელიც უფრო მეტად გძულს, ვიდრე უცნობის გადაცემა?
– “საკანზე” მეტადაც მძულს და ვენერიული დაავადების მქონე ვაგინაზეც, მაგრამ რა ვქნა, სამუშაო გვაქვს ასეთი. ობიექტურობაში ფულს არავინ გვიხდის.
– ხო, მართალი ხარ. წამოდი, მეგობრები მაინც გავაფრთხილოთ, რომ ამ დედამოტყნულობაზე არ წავიდნენ.

© ბაჩო ოდიშარია

Advertisements
  1. ქეთი
    ოქტომბერი 21, 2009, 2:20 AM

    ”მეგობრები მაინც გავაფრთხილოთ”

    როგორც მივხვდი ეს ”მონოლოგი” მთლიანად გაფრთხილება იყო 🙂

    P.S. არც ისე ვაპირებდი წასვლას 😛

  2. ოქტომბერი 21, 2009, 2:40 AM

    good guess : D

  3. ოქტომბერი 21, 2009, 3:16 AM

    კარგი იყო : )) სასაცილო, თუმცა ამდენს რას იგინები?! :დ

  4. ოქტომბერი 21, 2009, 8:12 AM

    ზედმეტად არ შემიგინებია, რასაც იმსახურებდა, ზუსტად იმდენი ვაგინე. შეიძლება ცოტა კიდევ დავაკელი : D

  5. ოქტომბერი 21, 2009, 4:29 PM

    ისედაც არასდროს გამჩენია სურვილი ვარსიმაშვილის ფილმზე წასვლის და ამ პოსტის და კიდევ სხვა ბლოგების მერე ხომ საერთოდ გამიქრა ის იოტისოდენა ინტერესიც, თუკი მქონდა..
    ლეონარდს ეწერა ფილმი აღარ უნდა გადაიღოსო ვარსიმაშვილმა და წარმოვიდგინე მართლა ეგრე რომ იყოს.. და გამიხარდა
    ლოლ შედარებები მომეწონა ძალიან :დ

  6. Bas
    ოქტომბერი 21, 2009, 9:44 PM

    ფანტასტიური ნაწერია :))))))))))))))))))))

    ოღონ ერთი გაგვანდეთ, ნაღდია თუ მონაჩმახი? 🙂 ნუ ორივე შემთხვევაში დედაა, მაგრამ მაინც… 😀

  7. ოქტომბერი 21, 2009, 10:41 PM

    მონაჩმახია, მონაჩმახი :დ

  8. /_\
    დეკემბერი 17, 2009, 10:39 PM

    უმამესია :დ რევიუ ტოისტ, ფილმი არ მინახავს და აწი სულ ელექტროშოკით რომ მაწამონ მაინც არ ვუყურებ :დ

  9. khatiaa
    იანვარი 18, 2010, 11:35 PM

    გაიხარე რა :)) სიცილით გავიგუდე

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: