მთავარი > Movie, Review > ტრაკის ამხევი ფილმი

ტრაკის ამხევი ფილმი

მიზანმიმართულად ან შემთხვევით (უფრო პირველი), ბოროტი განზრახვით, ან საკუეთესო ჩანაფიქრით (უფრო მეორე), შეუწყნარებელმა ჯა ჯამ (აბრამსმა), ჩვენს ჯორჯ ლუკასს, დიდი დინგ-დონგი გაუკეთა უკანალში.

ხელთ იპყრო რა თანამედროვე ტექნოლოგიები და დაუმატა მათ თავის ტალანტი, “ლოსთის” შემქმნელმა, აიღო და თავიდან გადაიღო “ვარსკვლავური ომები”. ამასთან, მთლიანი კლასიკური ტრილოგია.

არა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ლუკასის ადვოკატები ეწვივნონ Bad Robot-ს ოფისს ჯედაის ხმლებით და იმპერატივით დაუწყონ აგრესიული მოლაპარაკება აბრამსს. ამისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნიათ. აი თავად ლუკასს კი ცოტათი ნერვიულობა ნამდვილად მოუწევს – ჩვენს მშობლიურ, შორ, შორ გალაქტიკას, უეცრად, ძალიან ბევრი საერთო აღმოაჩნდა და საოცრად ძნელია ხელი ჩაიქნიო სიტყვებით: “ეს კონკურენტი არ არის” და განაგრძო ძველ “ვარსკვლავურ ომებზე” ახალი ლაქის გადასმა.

ზუსტად ასეთივე ახვრობა გაუკეთა ლუკ ბესონმა და პიერ მორელმა თავიანთი Taken-თ, სერიალ “24”-ს შემქმნელებს, რომელიც უკვე ხუთი წელია ვერ ახერხებს კინოთეატრებში გადმონაცვლებას. თავიდან რაღაც ყველაფერი ვერ იყო რიგზე, ახლა კი, ცადე და გადაიღე სრულმეტრაჟიანი ფილმი ჯეკ ბაუერზე ისე, რომ ბრაიან მილსს აჯობო! აი, ტრილოგიასაც (რომელიც, როგორც კევინ სმიტი გვასწავლის, მხოლოდ ერთია და ეს არ არის “ბეჭდების მბრძანებელი”), ძალზედ ძლიუერი მეტოქე გამოუჩნდა, მაყურებლის გონებისა და გულის დასაპატრონებლად ბრძოლაში. გამარჯობა, მე სტარტრეკი მქვია, ხომ არ გეწყინებათ მძიმე ფიზიკური ტრავმა რომ მოგაყენოთ? გმადლობთ, რომ ასეთი სულგრძელი ბრძანდებით.

“სტარ ტრეკის” ფანებს რომ კითხო, ის უფრო ადრე გამოჩნდა, ვიდრე ლუკასის ეპოპეა და სულაც არ ჩაძაღლებულა, უბრალოდ ცოტახნით შესვენება აიღო – ჯერ კიდევ გასარკვევია, ვის უფრო გრძელი შტორცი აქვს. თუმცა ფაქტი ცალსახაა, ჭაობში ღრმად ჩაფლულ ბრენდს, უკან ამოთრევა, მეტად რადიკალური ხერხებით ესაჭიროებოდა. დაახლოებით ისე, როგორც “ბეტმენის” შემთხვევაში.

პატივი მაქვს გაცნობოთ, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ავადმყოფი ცოცხალი და ჯანმრთელია, თავს კი იმდენად კარგად გრძნობს, რომ მზადაა ორგიაში მიიღოს მონაწილეობა დომინანტის სახით.

ხუმრობა რომ გვერდით გადავდოთ და დავსერიოზულდეთ – “სტარ ტრეკი” უნიკალური ფილმია. ორ საათიანი საეკრანო დროის განმავლობაში, აბრამსი არა მხოლოდ აიძულებს მთავარ გმირს გაიაროს გზა ფაქტიურად უბრალო სოფლის ბიჭისაგან, ორდენოსან კოსმოსურ მებრძოლამდე, არამედ გვაცნობს სრულიად ახალ სამყაროს – “სტარ ტრეკის” გალაქტიკას.

შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ აბრამსი, ოდესღაც თვითონაც სუსტად ჩახედული “სტარ ტრეკის” ტერმინოლოგიაში, ფაქტებსა და მითოლოგიაში, სამუშაო პროცესის დროს, ძალიან გაერთო და უნებურად მიიღო მღვდლის როლი, რომელსაც სტარტრეკული სინათლე შემოაქვს ჩვენს სამყაროში.

ამ მოძღვრებას რა თქმა უნდა ისიც ეხმარება, რომ “სტარ ტრეკი” არის მეტად ცოცხალი, ლამაზი, მხიარული, და მომენტებში ფეერიული ფილმიც კი. მოქმედება ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ გეჩვენება, თითქოს დროისა და განზომილების კონტინიუმის მაქინაციების გარეშე, ეს ყველაფერი ვერ მოხერხდებოდა.

დავუმატოთ ყველაფერ ზემოთხსენებულს ბრწყინვალე კასტინგი, რომელიც ზუსტად მიზანში ახვედრებს: ჯეიმს ტიბერიუს კირკი უფრო მეტად გვაგონებს ჰან სოლოს, ვიდრე ლუკ სკაიუოკერს, მაკკოი მხოლოდ მცირედით ჩამორჩება მას, ჰიკარუ სულუ სულ არ გვაგონებს იმბიცილ ჰაროლდს, სკოტი სასაცილოა ზუსტად ისე, როგორი სასაცილოც შეიძლება იყოს საიმონ პეგი, სპოკი კი, თავის წარმოუდგენელი “სიძერსკით (ქართული შესატყვისი ვერ მოვუნახე), ყველას და ყველაფერს უკან იტოვებს, ყველასათვის ცნობილ საილერსაც კი.

არ გამოვიდა ცუდი სურათი არა?

ერთი სიტყვით, თუ “ვარსკვლავური ომების” ტოტალური დომინირების ეპოქაში კინოკოსმოფანტასტიკის ჟანრში, ისეთი ფილმებიც კი, როგორიცაა Serenity იძულებულნი არიან მიზერულ შემოსავალს დასჯერდნენ, რომ არსებობდეს ხერხი მასებში გამოსვლის და ხმამაღლა განცხადების: “გამარჯობათ, მე თქვენთან ძალიან სერიოზულად და დიდი ხნით მოვედი სტუმრად” – მაშინ ჯა ჯამ (ჯეი ჯეიმ), ეს ხერხი, მეტად გრაციოზულად გამოიყენა.

ასე რომ – იცოცხლე დიდხანს და აყვავდი ჯეი ჯეი. იცოცხლე დიდხანს და აყვავდი.

© ბაჩო ოდიშარია

Advertisements
  1. ოქტომბერი 26, 2009, 3:25 AM

    ბიჯოუ ბოლოში შეფასებაც მიაწერე ხოლმე. ეს ფილმი მეც მომეწონა ქე იცი შენ, მაგრამ სიანტერესოა მე უფრო მომეწონა თუ შენ :დ ნუ ნაწერიდან გამომდინარე აშკარად შენ დომინირებ.

    ტრილოგიას თუ გააკეთებს ჯეი ჯეი და ასეთი იქნება დანარჩენი ორი ფილმიც, მაშინ ვინ იცის იქნებ სტარ უორზას აჯობოს, მანამდე კი ლუკასი მაინც South park–ის ერთ სერიას მახსენებს, სპილბერგი და ჯორჯი რომ ინდიანას აუპატიურებენ.

    პ.ს პირველი სტარ ტრეკი და სტარ უოზის ახალი ტრილოგიის პირველი ფილმები რომ შევადაროთ, ბევრად უფრო დახვეწილი ნამუშევარია ჯეი ჯეის ფილმი

  2. /_\
    დეკემბერი 17, 2009, 10:33 PM

    ცუდი ფილმი არ გამოვიდა, მაგრამ სტარტრეკს 700+ სერია და უკვე 11 ფილმი აქვს. ასე რომ, რაღაც განსაკუთრებულ მოვლენად ვერ შევაფასებდი ამ მორიგ ფილმს.

  3. Forve
    იანვარი 17, 2010, 5:50 PM

    filmi ki ara sleobis zeimia, tumca ehcvebi maqvs rom es saertod mtel Star treks exeba

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: