მთავარი > Movie, Review > მისი უდიდებულესობა ჰოლმსი

მისი უდიდებულესობა ჰოლმსი

ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები, ყოველთვის წვრილმანებშია დამალული – ასეთია ლეგენდარული შერლოკ ჰოლმსის დედუქციური მეთოდის პირველი პოსტულატი. მასზე დაყრდნობით წერდა სერ არტურ კონან დოილი და ამასვე, დიდი ძალისხმევით, ოსტატურად იგნორირებას უკეთებდნენ გაუცვეთელი კლასიკის რეჟისორები. იყო ცუდი ეკრანიზაციები, იყო საშინელი. იყო ნორმალურიც. მოკლედ, უმეტესწილად ნაგავი.

მაშინ, ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა გადაიღონ შერლოკ ჰოლმსის იდეალური ეკრანიზაცია? – იკითხავთ თქვენ. ელემენტარულად – გიპასუხებთ გაი რიჩი. უბრალოდ საჭიროა ავიღოთ ხედვის რადიკალურად განსხვავებული კუთხე და გადავატრიალოთ სამყარო. თუ აქამდე, ყველა რეჟსირორი ჰოლმსს მხოლოდ დიდი მოაზროვნის ტიტულით გვიჩვენებდა, რატომ არ უნდა მივანიჭოთ მას დამსახურებული თავდადებული გმირის წოდება? ისეთის, როგორიც სინამდვილეშია. სიკეთე ყოველთვის მხოლოდ ლუპითა და ჩიბუხით არ არსებობს, ზოგჯერ მას მუშტებიც ახლავს. ასევე, გადასაღებ მოედანზე უნდა მოვიხმოთ კარგი მსახიობები, გამჭრიახი სცენარისტები, ნიჭიერი კომპოზიტორი და რასაკვირველია, არ უნდა ჩავისვაროთ დეტალებში.

სულ პირველად რასაც აქცევ ყურადღებას და რაც გაკვირვებს ყველაზე მეტად, არის წარმოუდგენელი, თითქმის ზებუნებრივი წვდომა რეჟსირორისა, ნაწარმოების სიტყვებისა და სულისადმი. მიუხედავად ყოველგვარი განახლებისა და ნოველისაგან განდგომისა სიუჟეტის მხრივ, გმირები და ისტორია უფრე მეტად კანონიკურია, ვიდრე ყველა მისი წინამორბედი.

ამაში “დამნაშავე” რაპირველ რიგში ბრწყინვალე კასტინგია. რობერტ დაუნი უმცროსი მგონი ყველაზე უჩვეულო, ექსცენტრიული და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე ლოგიკური სახეა დიდებული დეტექტივისა, რომელიც კი ოდესმე ფირზე ასახულა. საქმის გარეშე, ის გახრწნას იწყებს, მოწინააღმდეგეებს ებრძოლება უშიშრად და გამუდმებით იგონებს სულ ახალ-ახალ ხერხებს, დანაშაულის გასახსნელად. ასეთ, ჭეშმარიტად ბრწყინვალე პიროვნებას, ღირსეული კომპანიონი ესაჭიროება. და სწორედ ამ დროს, სცენაზე გამოდის ჯონ ჰემიშ უოთსონი, რომელიც გეგონება, ჯუდ ლოუს პროტოტიპად შეუქმნიათო. ამასთან, პირველად კინოს ისტორიაში, გაითვალისწინეს, რომ ექიმი, არის მებრძოლი ადამიანი და არანაკლებ მნიშვნელოვანი პირი, ვიდრე მთავარი პროტოგონისტი. ურთიერთობა ამ ორს შორის კი მეტად ფეერიულია. გაი რიჩი, მისი კოლეგებისგან განსხვავებით, ყოველთვის ადეკვატურად გვიჩვენებდა მამაკაცურ მეგობრობას, მაგრამ ამ შემთხვევაში, მან მოახერხა და საკუთარ თავს გადააბიჯა. დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ცალსახა ხდება, თუ რატომ განიცდიდა ასე ძლიერ ჰოლმსი, უოთსონის, როგორც “მეზობლის” დაკარგვას. და საერთოდ, პირველად, კინემატოგრაფის ისტორიაში, ფილმი წყვეტს ერთი გმირის ბენეფისად ყოფნას და ხდება საუკეთესო ოდა, დეტექტიური დუეტის შესახებ.

მაგრამ ყველაზე ძლიერი მხარე ფილმისა, რომელიც თავისუფლად შეიძლებოდა მისი ყველაზე დიდი მინუსი ყოფილიყო, არის სიუჟეტი. ის კლასიკურია, არაპროგნოზირებადი, ძალზედ ლოგიკური და ძალზედ გამართული, იდეალურიც კი, ნარატივის მხრივ. შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს არა ორიგინალური სცენარი, არამედ კონან დოილის მორიგი ნოველაა.

იუმორსა და ხუმრობებზე დიალოგებში, მგონი არც ღირს ყურადღების გამახვილება. საკმარისია შეხედოთ რეჟისორის გრაფას და მაშინვე თვალნათლივ დაინახავთ, როგორ დგას საქმე ამ კუთხით. გაი რიჩის თუ რამე გამოსდის ბრწყინვალედ, ეს ხუმრობებია, რისი დემონსტრირებაც შესანიშნავად მოახერხა “ჰოლმსშიც”.

და ყველაზე მთავარი, რაც ალბათ თითოეულს აღელვებს: როგორ არის საქმე დედუქციისა და ექშენის მხრივ? ხელს ხომ არ უშლის ერთი მეორეს? ჰმ, საერთოდ არა! პირიქით, ერთი მეორეს ეხმარება. ლოგიკური განხილვები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გათიშოს ჰოლმსმა მოწინააღმდეგე უმცირესი ძალისხმევის შედეგად, არანაკლებ და შეიძლება უფრო მეტადაც საინტერესო და გასართობი საყუერებლია, ვიდრე ექშენ-სცენა, რომელიც მას მოსდევს. მოკლედ, თავად სეკვენციები, მაქსიმალურად ორგანულად ერწმის სიუჟეტს და ისტორიულ ეპოქასც. მთავარია, რომ ისინი გადაღებულია არაჩვეულებრივი სტილის გრძნობით და გემოვნებით.

“შერლოკ ჰოლმსში” ერთნაირად კარგადაა შერწყმული მრავალფენიანი სიუჟეტი, შესანიშნავი გმირები, არაჩვეულებრივი იუმორი და თავბრუდამხვევი ექშენი. ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ქრონომეტრაჟით გათვალისწინებული ორი საათი, ისე გავიდეს როგორც ერთი. ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ გაი რიჩიმ, ფრენჩაიზს დაუბრუნა მის სუბსტანცია, რომელიც ყველას წიგნის ავტორივით დიდი ხნის გარდაცვლილი ეგონა – დაუსრულებელი თავგადასავლების შეგრძნება. ფილმის დასასრულს, დაუოკებელი გრძნობა ჩნდება, კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მიიღო მონაწილეობა ჰოლმსისა და უოთსონის მორიგ გამოძიებაში.

ასე რომ, მოიმარჯვეთ ჩიბუხები ჯენტლმენებო, საქმე კვლავ გახსნილია.

© ბაჩო ოდიშარია

Advertisements
  1. Forve
    January 17, 2010, 5:42 pm

    Kargia, rac mtavaria ar daaspoilere 😀

  2. January 17, 2010, 6:16 pm

    like

  3. January 17, 2010, 6:40 pm

    rodis damispoilerebia netav reviu? : D

  4. January 18, 2010, 12:13 pm

    კარგია, არა უშავს 🙂

    უოტსონი ფილმში შეცვლილია ვიდრე ეს წიგნშია 🙂

    “მაგრამ ამ შემთხვევაში, მან მოახერხა და საკუთარ თავს გადააბიჯა. დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ცალსახა ხდება, თუ რატომ განიცდიდა ასე ძლიერ ჰოლმსი, უოთსონის, როგორც “მეზობლის” დაკარგვას. ” – ეს ვერ გავიგე

  5. January 18, 2010, 2:05 pm

    richis holmsi latenturi biseksualia.

  6. January 18, 2010, 3:25 pm

    აჰა, გასაგებია შენი აზრი, თუმცა მე არ დამინახია ბისექსულად 🙂
    და არც ახლო მეგობრობას აღვიქვამ ცუდად .. რავიცი.

  7. monkey
    January 18, 2010, 11:19 pm

    მმ.
    გადმოვსახლდი შენს რევიუებზე..
    მოწოდების სიმაღლეზე როგორც ყოველთვის 🙂

  8. January 18, 2010, 11:37 pm

    axlo megobrobas aravn agikvams cudad. holmsis artradiciul orientaciaze am filmamdec bevri usaubriat, magram richim deklarireba moaxdina, rom tavad ase xedavs gmirs. that’s all folks.

  9. January 19, 2010, 5:30 pm

    ვაჰ! მაგარი იყო! ძალიან დამაინტერესა
    კაკარას გუშინწინ ვფიქრობდი ამ ფილმზე, ჰოლმსი და ე.წ. ექშენი შეუთავსებელი რამეები მგონია.
    ვნახოთ, რა გამოუვიდა გაი რიჩს. მაგრამ ჯერ დაიდოს დვდ ხარისხი 😀

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: