მთავარი > Movie, Review > სამგანზომილებიანი საშობაო ზღაპარი – ზემეკისი წოვს თუ “ამირანი”?

სამგანზომილებიანი საშობაო ზღაპარი – ზემეკისი წოვს თუ “ამირანი”?

სანამ თავად ფილმზე საუბარს დავიწყებდე, მინდა შევეხო 3D-ს ხარისხს ჩვენს კინოთეატრში. მოკლედ, არ ვიცი ცუდად დამონტაჟებული აპარატურის ბრალია, სათვალეებია უხარისხო, პროექტორი გვაქვს საბჭოთა წარმოების თუ უბრალოდ ზემეკისი ვერ იღებს სამ განზომილებიან ფილმებს ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ ცალსახაა – სეანსი ვერ განიჭებს იმ შეგრძნებებს, რომელის გამოც ღირს 3D-ში ფილმების ყურება. 90 წუთზე მეტი დროის განმავლობაში, მაქსიმუმ ოთხი ეპიზოდი იყო, როდესაც ვიგრძენი, რომ სამგანზომილებიან ფილმს ვუყურებდი. თუმცა, მოლოდინის გაუმართლებლობაზე მეტად, მაყურებლების შეძახილებმა გამაღიზიანა. “ვაიმე, რა მაგარია”, “აუ, შემეშინდა”, “ეეე”, “იიი”, “უუუ”, “ხედაავ?” და ა.შ. ასევე, სეანსის მსვცლელობისას, არის დიდი ხარვეზი – თითქმის ყოველ 10 წუთში, ეკრანი ბნელდება რამდნეიმე წამით და ამ დროს დარბაზში მსხდომთა რეპლიკები ყველაზე გამაღიზიანელბელია. ძალიან მინდოდა, ყველას, გოგო იყო ეს თუ ბიჭი, ბავშვი თუ მოხუცი, უცებ, ერთდროულად დაწყებოდათ მენსტრუაცია. და ყველას, ვინც კი დარბაზიდან სათვალე გამოიტანა და გახარებული სახით იღებდა სურათებს, მინიმუმ კატარაქტა დამართნოდათ. ასე და ამგვარად, ქცევის მხრივ სიტუაცია მეტად სავალალოა. ახლა კი ფილმს რაც შეეხება.

თუ გადავშლით მრავალგვერდიან წიგნს – “ჰოლივუდის ყვითელი ფურცლები”, აღმოვაჩენთ “თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი დამღუპველი გავლენისა და დამოკიდებულებისაგან განსაკურნებელი კლინიკის”(იგივე 3D კლინიკის) კოორდინატებს. მასში, ზოგი საკუთარი ნებით, ზოგი ახლობლების, ან კოლეგების დაჟინებით, ხვდებიან კარგი, ნიჭიერი რეჟისორები, რომელთაც თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი ზედმეტი ყურადღების გამო, სულ გადაავიწყდათ თავიანთი პირველადი დანიშნულება – გადაიღონ ფილმები.

იმ შემთხვევაში, თუ ასეთი კლინიკა არ მოიძებნება, მაშინ მისი დაარსება აუცილებელია, ხოლო ღირსეულ პირველ პაციენტად, რობერტ ზემეკისის მიღება, იმისდა მიუხედავად, თუ რაოდენ ხმამაღლა არ უნდა გაჰკიოდეს ეს უკანასკნელი, რომ “შეუძლია თავის დანებება”.

არა, მართლა ძალზედ საწყენია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაიღო რამდენიმე ჭეშმარიტად საკულტო ფილმი და რომელსაც ალბათ ჯერ კიდევ არ დაუკარგავს თავისი ტალანტი, იმდენადაა ჩაფლული ამ სამგანზომილებიან მაიმუნობებში, რომ უკვე ვეღარ წარმოუდგენია მის გარეშე ფილმის გადაღება.

ამასთან სიუჟეტი, არა, მთლად კვაზიმოდოსავით არ არის, მაგრამ არც ამაყად თავაწეული შეუძლია სიარული. ეკრანიზაცია ისტორიისა, რომელიც ყველა ცივილიზიებულ ადამიანს სმენია ასე თუ ისე, რა თქმა უნდა ახალს ვერაფერს იძლევა. მაყურებლის თვალწინ სკრუჯის მთელი ცხოვრება გადაიშლება – ბავშვობა, მოწიფული ასაკი, სიბერე, აწმყო და ცოტათი მომავალიც. ამ ექსკურსიის მორალი, პირველივე კადრიდან გასაგები ხდება და მოდი სიმართლე ვთქვათ, ათჯერ მისი გამეორება, არანაირ სასიკეთო შედეგს არ იძლევა.

ამ ყველაფერთან ერთად, სანახაობრივობის მხრივ, მხოლოდ ორი პუნქტით შეიძლება მისი შეფასება – “კარგია” და “ჰმ, არაუშავს”. ყოველ სკრუპულოზურად აღწერილ სკრუჯს, მოყვება ათამდე მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, რომელთაც, თავიანთი ემოციურობით, მხოლოდ თოჯინების თეატრში თუ მიიღებდნენ. რამდნეიმე ლამაზ ფრენის ეპიზოდს, მოსდევს ხუთი ასეთივე სცენა, რაც საბოლოოდ ძალიან დამღლელი ხდება. ყველაზე გამაღიზიანებელი კი გახლავთ აწმყო შობის მოჩვენება, რომელიც გამუდმებით ხარხარებს. სერიოზულად, უკვე მესამე წუთზე მისი გამოჩენიდან, ყველაზე კეთილ და დიდსულოვან ადამიანს მოუვა თავში ფიქრები ბრუტალურ მკვლელობაზე.

დადებით მხარეებს რომ გადავხედოთ, მმ, ასეთი მხოლოდ ორია: მომავლის შობის მოჩვენება და საახალწლო განწყობა, რომელის აღწერაც ზემეკისს საუკეთესოდ გამოსდის. სამწუხარო ისაა, რომ მათ ფონზე, ფილმის მინუსები კიდევ უფრო მკვეთრად იკვეთება.

შესაძლოა ოდესმე, ზემეკისმა მიაგნოს იმ ჯადოსნურ ფორმულას, რომელიც საშუალებას მიცემს, თავის საყვარელ ფორმატში, საოცრებები აკეთოს და არ დაავიწყდეს – მე კიდევ მჯერა რომ მას ეს არ დაუკარგავს – რეჟისორული პოტენციალი. აი მაშინ კი, მსოფლიოს მოევლინება ახალი შედევრი, ისეთი, როგორიცაა “უკან მომავალში” და “ფორესტ გამპი”, უბრალოდ 3D-ში, რომელიც არ დაიწყებს საბნის თავის მხარეს ქაჩვას, არამედ დაეხმარება ისტორიას განვითარებაში.

მინდა მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი, უახლოეს მომავალში მოხდება.

© ბაჩო ოდიშარია

Advertisements
  1. Juliet
    იანვარი 19, 2010, 8:56 PM

    ზემეკისი წოვს თუ “ამირანი”?
    შენ ;;)

  2. იანვარი 19, 2010, 9:23 PM

    ზემეკისი რომ ყლეა ამას ვამბობ დასაბამიდან

    • იანვარი 20, 2010, 8:59 PM

      :-O :-O :-O

      უკან მომავალშის, კონტაქტსა და ფორესტ გამპს არ აღიარებ????? :D:D

      • იანვარი 20, 2010, 9:08 PM

        “forest gampi” da “ukan momavalshi” movixsenie rogorc sakulto filmebi. “kontakti” didad ar mikvars. “kurdgeli rojeri” da “cast away” dzalian.

  3. Forve
    იანვარი 20, 2010, 4:02 PM

    aba ra gegona 3 D shi rom aris sul sam ganzomilebashi ki ar iqneboda. zustad im auditoriaze gatvlili

    vax naxe rogorc amoxta, vaime rogor shemeshinda da chemi sayvareli :tvalebis win xelebis qneva:

    amistvis satvleebshi jdoma bleh

  4. monkey
    იანვარი 20, 2010, 7:31 PM

    არც მქონია იმის იმედი რომ აქ ხარისხიანი გამოვიდოდა რამე. და მითუმეტეს როცა ბილეთი ასე იაფი ღირს იმასთან შედარებით რაც სხვაგან..

  5. იანვარი 21, 2010, 2:17 PM

    Kubrick :
    “forest gampi” da “ukan momavalshi” movixsenie rogorc sakulto filmebi. “kontakti” didad ar mikvars. “kurdgeli rojeri” da “cast away” dzalian.

    ლეონარდ შელბის დავუწერე ეგ, ზემეკისი ყლეაო, რომ აღნიშნა 😛

    ეგ ორი ფილმი მართლაც საკულტოა! კურდღელი როჯერი არ მინახავს და cast away არ მე მომეწონა დიდად. 😐

  6. khatiaa
    იანვარი 22, 2010, 11:27 PM

    ძალიან მინდოდა, ყველას, გოგო იყო ეს თუ ბიჭი, ბავშვი თუ მოხუცი, უცებ, ერთდროულად დაწყებოდათ მენსტრუაცია
    :)))))))))))))))))))))))))))))
    როგორ მიყვარს ამ ბლოგზე შემოსვლა

  7. ლერი ზემეკისი
    იანვარი 23, 2010, 8:18 PM

    ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას

  8. იანვარი 26, 2010, 3:25 PM

    მეგონა, რომ მე ვწერდი 🙂 მგონი, ერთდროულად ვნახეთ ეგ ფილმი, ან ყველა სეანსზე ქრება ეკრანი. სათვალე საშინელება იყო, ბოლოს მოვიხსენი და ისე ვუყურე. სულ რამდენიმე მომენტი იყო, სადაც ტრიდე ეფექტი იგრძნობოდა:თოვლი, ხელი გაიწვდინა სკრუჯმა ერთხელ და ეგ, ვიღაცამ გადმოაფურთხა და მგონი ვსიო :-?? მოხარხარე შობა მართლა საშინელება იყო, ასტერიქსს ჰგავდა (თუ ობელიქსს? აღარ მახსვოვს).

  9. იანვარი 26, 2010, 5:09 PM

    kvela seansze egre shveba turme : D

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: