მთავარი > Movie, Review > “ავატარი” – დიდებული თავგადასავალი

“ავატარი” – დიდებული თავგადასავალი

რით დავიწყო არც კი ვიცი. დილის ცხრა საათია. ახლა მოვედი სახლში. არა, ავატარი 12 იყო სადღაც რომ დამთავრდა, შემდეგ მეგობრებთან ერთად ბევრ ადგილს მივაკითხე, ბევრი ადამიანი ვნახე, არც თუ ისე ბევრი დავლიე, ემოციებისგან დავიტვირთე, მაგრამ ის ემოცია, რაც მე “ავატარმა” მომცა…

მოკლედ, მას შემდეგ, რაც “ავატარს” ჰქონდა ჩემს თვალებთან, ის ვალდებულია მათზე დაქორწინდეს!

თქვენ ელოდით კემერონისგან ვიზუალურ რევოლუციას კინემატოგრაფში? მიიღეთ! ეზიარეთ! დატკბით! არ ხართ ამის ღირსები, არავინ არ ვართ, არც-ერთი ჰუმანოიდი, მაგრამ გვაქვს ამის საშუალება. ამ ნაბიჭვარმა რეჟისორმა მოგვცა ამის საშუალება. გამოგონილი? რა არის გამოგონილი? პანდორა? სამ მეტრიანი ლურჯი უცხოპლანეტელები? ულამაზესი მცენარეები? ფერადი პტეროდაქტილები? ჰმ. ეს ყველაფერი რეალურია! რეალური! რეალური! ჩვენი ცხოვცრება უფრო გავს ფიქციას, ვიდრე კემერონის ფილმი.

დარბაზიდან გამოსვლისას მე არ ვკანკალებდი. ახლა ვკანკალებ, როდესაც ვწერ ამ გრანდიოზული, ფეერიული, ეპიკური, თვალისმომჭრელი, თავბრუდამხვევი, გენიალური ფილმის შესახებ. მხატვრული ფილმის? თუ დოკუმენტურის? ძნალია, ძნელია კონსტატირება. არ გეგონოთ, რომ სურათს თვითიდენტიფიკაციასთან აქვს რაიმე პრობლემა, პირიქით, თვითიდენტიფიკაციას აქვს პრობლემები “ავატართან”. არა, ასე ვერ გავაგრძელებ, ზედმეტად ეგზალტირებული ვარ. ცოტათი დავწყნარდები, ჩაის დავისხავ და შემდეგ გავაგრძელებ.

მგონი ცოტათი დავწყნარდი. თუ არა? არ ვიცი. მოკლედ, “ავატარში” ყველაფერია, რის გამოც ღირს ფილმის ყურება. დიდებული ექშენი, ბრწყინვალე სამსახიობო შესრულება, დრამა, სიყვარული – ეს ასეც უნდა ყოფილიყო პრინციპში, სამყაროს მბრძანებლები შეცდომებს არ უშვებენ როდესაც ახალს, უნიკალურს, გრანდიოზულს ქმნიან.

სიუჟეტური ხაზის არჩევისასაც კი – ათასჯერ გაგონილი, ნანახი, გადაღეჭილი ისტორია “მგლებთან მოცეკვავეზე” – ეს ფაქტიურად გამოწვევაა მთელი კინემატოგრაფისა. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ უჩვენო მაყურებელს ისტორია ორი რადიკალურად განსხვავებული კულტურების შეტაკებასა და ყველაფრის მძლეველი სიყვარულის შესახებ – მოდი ასე ვიტყვი, არც თუ ისე მარტივი ამოცანაა.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ყოვლისშემძლე კემერონს, განსაკუთრებული საიდუმლო არ აქვს. მას უბრალოდ განუსაზღვრელი ტალანტი და ენთუზიაზმი გააჩნია – და სწორედ ესაა ჩვენი, მაყურებლის ბედნიერება – ჩვენ ყელამდე გვავსებს მისი სიყვარული და პატივისცემა.

ამის საპასუხოდ, კემერონს უყვარს თავის მაყურებელი და არა მხოლოდ. მას უყვარს პანდორა, მისი გრაციისა და სილამაზის გამო, მისი მაცხოვრებლების ჰარმონიის გამო, მათი უნარის გამო, მიიღონ თავიანთ რიგებში არა მხოლოდ უცხო, არამედ პრაქტიკულად პოტენციური მტერი, მათი დაუოკებელი სურვილის გამო, წინ აღუდგნენ გაცილებით უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს, მათი რწმენის გამო და მხოლოდ იმტომაც, რომ უბრალოდ არსებობენ.

მას უყვარს თავის ფილმი. თან ისე ძლიერად, რომ ამ გრძნობის კაშკაშა შუქი, შავ, პოლარიზაციულ სტერეოსათვალეებშიც კი აღწევს, მიფრინავს თვალების მიღმა, ტვინში აწყობს სადღესასწაულო ფოიერვერკს და სამუდამოდ იმკვიდრებს ადგილს გულში.

კიდევ ძალიან ბევრი მინდა ვწერო ამ საოცრების შესახებ,მაგრამ ამაზე მეტად, მინდა რომ დავიძინო. ვინ იცის, იქნებ გამოღვიძებულმა, როდესაც თვალებს გავახელ, აღმოვაჩინო, რომ აქამდე ყველაფერი სიზმარი იყო, ახლა კი, ნამდვილ სამყაროში შევაბიჯე.

© ბაჩო ოდიშარია

Advertisements
კატეგორიები:Movie, Review ტეგები:, ,
  1. monkey
    იანვარი 30, 2010, 6:48 AM

    როგორც იქნა..
    ველოდებოდი როდის ვიხილავდი შენს რევიუს ავატარზე
    : )
    “მოკლედ, მას შემდეგ, რაც “ავატარს” ჰქონდა ჩემს თვალებთან, ის ვალდებულია მათზე დაქორწინდეს!”
    ამაზე ვიხოხე : D
    როგორც ყოველთვის..
    რესფექთ
    : )

  2. იანვარი 30, 2010, 11:13 AM

    ვსიო, გადაწყდა – ”ავატარზე” მივდივარ!

  3. იანვარი 30, 2010, 11:40 AM

    კიდევ ერთი კმაყოფილი მაყურებელი..
    ეს ყველაფერი იმის გამოა, რო თითოელ ნამუშევარში კემერონი თავის სულს დებს და საქმეს ისე უდგება…

    ჩემი რევიუც იხილე : )

  4. monkey
    იანვარი 31, 2010, 8:29 AM

    “კმაყოფილი მაყურებელი..”
    კმაყოფილი ის სიტყვაა ვითომ?
    😕
    მე აღარ ვნახავ ავატარს, თორემ ლოგიკურია მერე გამიჩნდება სურვილი დავწერო უსაცოდავესი რევიუ, და მრცხვენია, ჩემსასაც რევიუ ერქვას და ამასაც.
    : )

  5. თებერვალი 3, 2010, 8:25 PM

    ამ რევიუს არ წავიკითხავ მანამ, სანამ ფილმს არ ვნახავ 🙂 ეჭვი მაქვს, იდენტური რეაქცია მექნება

  6. თებერვალი 9, 2010, 7:10 PM

    მართალია.

  7. თებერვალი 12, 2010, 6:29 PM

    აააააააააააააააა
    კიდე მინდა წასვლა :((((((((((
    და მერე კიდე და მერე კიდე
    მმმმმმმმმმ

  8. თებერვალი 13, 2010, 1:54 AM

    meored rom vikavi, satvale davkarge da ise vukurebdi : D xoda mainc kargi iko. magram sxva ramit ufro vikavi gartuli : D

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: