მთავარი > Movie, Review > Shutter Island – მარტისა და ლეოს სამფლობელო

Shutter Island – მარტისა და ლეოს სამფლობელო

სიბერის წლებში, მარტინ სკორსეზემ უჩვენა ახალგაზრდა ხულიგნებს, როგორებიც არიან მაგალითად ჯეიმს ვანი და ემ ნაით შამალანი, თუ რაში მდგომარეობს დაძაბულობის მთელი ჰარმონია. “Shutter Island”-ს შემდეგ, ამ პატარა, ტრილერის გენიოსებმა მოულოდნელი დასასრულებით, მართალია ჯერ ადრეა იფიქრონ მონასტერში წასვლაზე ცოდვების მოსანანიებლად, მაგრამ ამით, სიტუაცია ნაკლებ ირონიულ სახეს ნამდვილად არ იღებს.

ისევ მეორდება ისტორია, როგორც ეს იყო “The Departed”-ს შემთხვევაში, როდესაც არავინ, გარდა ერთგული ფანებისა, არ მოელოდა ბაბუისაგან ასეთ საოცრებას. როგორ იმყოფება ასეთ კარგ ფორმაში? რას მიირთმევს საუზმეზე? რომელ სტეროიდებს იღებს? რა ჟანრის პორნოზე მასტურბირებს? და ეს ოხერი, მალე დაიწყოს ამ ყველაფრის სხვებისათვის გაზიარება – ახალგაზრდა თაობას ესაჭიროება ჯანსაღი აღზრდა.

უწოდო “Shutter Island”-ს ატმოსფერული ფილმი, იგივეა მზეზე თქვა: ამ პატარა ბურთულას, ცოტა არ იყოს და მხურვალე ზედაპირი აქვს. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფილმის ატმოსფერო, დაუკითხავად იჭრება შენი ლოკაციის არეალში და გირღვევს მყუდროებას, თითქოს შენს გვერდით მჯდომი პიროვნება, ურცხვად გაბოლებს სახეში თამბაქოს კვამლს. ეფექტი ამისაგან ძალზედ დიდია – რიგ მომენტებზე ძლიერი ნერვული წიკები გეწყება, ზოგზე კი პარანოიის შემოტევები.

სიუჟეტი ყოველგვარი სტიმულატორის გარეშე, გაგონებს, არა, გიჟის ნაბოდვარს არა, მაგრამ ავადმყოფურიი წარმოსახვის ნაწარმს – რა თქმა უნდა კარგი გაგებით. მოიცადეთ, სხვა რამეს მოელოდით ფილმისგან, სადაც მთავარი პერსონაჟი ფედერალური მარშალია, რომელსაც ხშირად ელანდება გარდაცვლილი ცოლი და რომელსაც გაგზავნიან ერთ-ერთი პაციენტის უეცარი გაუჩინარების გამოსაძიებლად, კუნძულზე არსებული მკაცრი რეჟიმის საგიჟეთში, სადაც იმყოფებიან მეუღლეების მკვლელები და შესაძლოა არაადამიანურ ექსპერიმენტებს ატარებენ ყოფილი ფაშისტი დამნაშავეები?

ფაბულას თუ საღ გონებაზე დავუკვირდებით, ადვილად შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, რომ რაღაც არ არის წესრიგში, მაგრამ დამიჯერეთ, რეორგანიზაცია მოახდინო ფილმის მსვლელობისას, შეუძლებელია, იმდენად დამაჯერებლად ურევენ გონებას ჩვენს მეგობარ ლეოს. მართალია მთელ სურათში აქა-იქაა გაფანტული მინიშნებები, მაგრამ ამას ბოლო წუთებამდე ვერ ამჩნევ, სანამ მოზაიკა მთლიანად არ შეივსება – არა შენით, არამედ ავტორის მეშვეობით. ყველაფერი უბრალოდ იდეალურად ერწყმის ერთმანეთს – მთავარი გმირი, მისი გარშემომყოფები, მოტივაცია და შედეგი. მართალია მაყურებლისაგან წინასწარმეტყველი არ გამოვიდა, მაგრამ არის წუთები, როდესაც თავს ყველაზე დიდ შტორციან ფსიქოლოგად იგრძნობთ. რა თქმა უნდა თქვენ შეცდებით, მაგრამ ის რამდენიმე წუთი ორგაზმზე სასიამოვნო იქნება (არა, ეს გადავამლაშე). რაღაცნაირი სასიამოვნო ფაქტია, როდესაც მაყურებელსა და რეჟისორს შორის, ასეთი კარგი ურთიერთგაგება ხდება.

თუ მეხსიერება არ მღალატობს, დიკაპრიო უკვე მესამედ თამაშობს სკორსეზეს ფილმში ფსიქიკურად გაუწონასწორებელ პერსონაჟს: მოსაწყენ “ავიატორში”, ბრწყინვალე “The Departed”-ში და ახლა საოცრად ჩამთრევ “Shutter Island”-ში. და ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო კარგად. რაღაც ისეთს ხედავს სკორსეზე დიკაპრიოში. ალბათ გამოსაშტერებლად მაგარ მსახიობს. მოკლედ, ეს რომ “Shutter Island”-ში ვერ დაინახო, ორივე თვალით და მესამეთითაც ბრმა უნდა იყო. მგონი ამან, ტფუ-ტფუ-ტფუ, მე და თქვენ გვერდი აგვარიდა.

უი, რა მინდა აღვნიშნო, მთელი ფილმის მსვლელობისას, ერთი 19-ჯერ მაინც ავღნიშნე, თუ როგორ ვიყავი აღფრთოვანებული თარგმანით. როდესაც პროტოგონისტი ტირის და გაჰკივის, მის ხმაში გაისმის ყველაზე რეალური, ნამდვილი ტკივილი – ან გამხმოვანებელს გიგანტურ მახათს ურჭობდნენ სტომაქში, ან უბრალოდ, ადამიანი საშინლად შეიჭრა როლში. ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი ძალზედ კარგად გამოვიდა.

ახლა კი დაფიქრდით: თუ სურათს შესწევს ძალა, გაარღვიოს რუსული დუბლიერბის ოსტატთა კუსებრი ჯავშანი, რომელთა ანგარიშზეც, თარგმანის გამო დაღუპული ასეულობით ფილმი მოიძებნება, მაშინ თქვენ რას გიზამთ? აჰა, ზუსტად, წარმოდგენაც კი საშიშია.

© ბაჩო ოდიშარია

Advertisements
  1. თებერვალი 27, 2010, 1:36 PM

    ძალიან კარგი ფილმის ძალიან კარგი რევიუ. 🙂
    p.s. “ნიუ–იორკის ბანდებშიც” თანამშრომლობდნენ სკორსეზე და დიკაპრიო.

  2. თებერვალი 28, 2010, 8:53 PM

    ikac nagijari iko leo? : D ar maxsovs.

  3. მარტი 10, 2010, 7:05 AM

    რევიუ ბევრად უკეთესია, ვიდრე ფილმი 😀 უფრო სწორად რევიუ ძალიან კარგია და ფილმი-ც არაა ცუდი

  4. /_\
    მარტი 12, 2010, 8:10 PM

    ფილმი მართლაც უმაგრესია. ამის შემდეგ გადავწყვიტე მეყურებინა ‘The Departed’. რაც თავი მახსოვს ლეონარდოს ვლანძღავდი და არ მომწონდა. ამ ორი ფილმის ყურების შემდეგ ვაღიარებ, მე ვარ დებილი, ლეო კი უმაგრესი მსახიობი :დ

  5. მარტი 16, 2010, 7:33 PM

    “ბრწყინვალე “The Departed”-ში” როდის არის ფსიკურად შეშლილი???

    აუ არადა თუ კიდევ გადის ეს ფილმი კინოთეარტში, უნდა წავიდე რა.

  6. მარტი 17, 2010, 6:25 PM

    filmis meore naxevarshi tu normaluri fsikika akvs leos personajs, mashin me kvelaze satno adamiani vkofilvar : D

  7. datok
    მარტი 17, 2010, 9:58 PM

    Teddy tavidanve gamiznulad waiyvanes Tu mere daugegmavad gadawyda yvelaferi?
    Chuk eqimi iyo Tu gamomdziebeli? vinmem gaigo zustad???

  8. მარტი 17, 2010, 11:38 PM

    eksperimenti iko teddy/andrew-s “chakvana” kundzulze. chaki iko is ekimi, vinc ideashi reichels kurnavda da marshlebis chasvlis cina dges cavida mivlinebashi.

  9. datok
    მარტი 18, 2010, 8:04 AM

    OK. Thanks.

    • datok
      მარტი 18, 2010, 9:17 AM

      anu Teddy tavidan janmrteli iyo da saxelmwifos undoda moshoreba da gauchaliches?

      tu tavidanve gijhi iyo da mteli filmi andrew-s fantazias asaxavda?

  10. datok
    მარტი 18, 2010, 9:18 AM

    😀 magari filmia dzaan.

  11. მარტი 18, 2010, 11:42 AM

    teddy danielsi saertod ar arsebobda. ledisis gamogonili pirovnebaa, rom tavis tkivils gakceoda. ledisi martla iko federaluri marshali, magram mas shemdeg, rac colma shvilebi daaxrcho da mere endrium tavad mokla meugle, gagijda da caikvanes klinikashi.

  12. datok
    მარტი 18, 2010, 1:26 PM

    gaixare. imena davitanje ra.

    gamodis, rom tavidan bolomde filmi erti gijhis istoriaa.???

  13. datok
    მარტი 18, 2010, 1:33 PM

    ara, exla vnaxe interviu, sadac dikaprio ambobs, rom filmshi asrulebs Teddy Danielsis rols.

    tanac, raghac ar gamodis tu gijhia, ese umetvalyurod rato daiareba??

    an is manqanashi ro elaparakeba dacva (policieli) moralze da dzaladobaze, ra gijhs elaparakeba?

  14. მარტი 18, 2010, 2:51 PM

    aba antimoz iverielis rols vtamashobo itkoda? : D eksperimentia eg kvelaferi. mices sashualeba rom ecarmoebina gamodzieba, rata sabolood miexvedrebinat, rom gamogonil samkaroshi cxorobs. gariska personalma, carmatebis imedit. magram gegma chaeshalkat, radgan, ver gamoscorda ledisi, darcha isev tavis iluziebshi. dzaladobaze elaparakeba dacva. morali saertod dasakidebelia mag dialogshi.

  15. datok
    მარტი 18, 2010, 3:05 PM

    filmis gmiri tua gijhi anu tviton personajhi tua gijhi mashin msaxiobma unda tqvas im gijhis saxeli ara? romelsac tavi sxva hgonia da ara im sxvis saxeli.

    sxva shemtxvevashi originalobas kargavs filmi da marto kargad shetxzuli tyuili, rcheba.

  16. მარტი 18, 2010, 3:07 PM

    dziritadad filmshi dikprios personaji aris tedi da ara ledisi. shesabamisad, ufro upriania itkvas, rom dikaprio tamashobs denielsis rols.

  17. Suigetsu Hōzuki
    მარტი 22, 2010, 8:20 AM

    მდაა.. კარგი ფილმია, მაგრამ იმდენმა თქვა მოულოდნელი დასასრული აქვსო, რომ შუა ფილმში მივხვდი ყველაფერს. ამიტომ არ უნდა წაიკითხო რევიუ ფილმის ნახვამდე :დ

  18. მარტი 25, 2010, 5:04 PM

    დაწერე ალისაზე. დროა უკვე 🙂

  19. მარტი 25, 2010, 8:45 PM

    imdenad ar momecona, rom mezareba : D

  20. მარტი 25, 2010, 9:54 PM

    მეც არ მომეწონა, მარა მაინც დავწერე. 🙂
    ჩეშირელი კატის ხათრით თუნდაც.

  1. No trackbacks yet.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: