Archive

Archive for the ‘Hot News’ Category

ჯოლი, დიკაპრიო და სკოტი, გუჩის შესახებ

October 21, 2009 2 comments

ანჯელინა ჯოლი და ლეონარდო დიკაპრიო, აცხადებენ პრეტენზიას, მონაწილეობა მიიღონ რიდლი სკოტის ახალ ფილმში “გუჩი”, რომელიც მოგვითხრობს თავბრუდამხვევ და გლამურულ ისტორიას, ცნობილი დიზაინერის ოჯახის შესახებ. მოვლენები განვითარდება 70-80 წლებში.

ლეო შეასრულებს მაურიციო გუჩის – ფირმის დამაარსებლის შვილიშვილის როლს, რომელიც მას შემდეგ ჩაუდგა ბიზნესს სათავეში, რაც ოჯახის შიგნითა დაპირისპირება ძალაუფლების მოსაპოვებლად, სისხლიან სასაკლაოდ გადაიქცა. როდესაც მაურიციო წარმატების ზენიტში იმყოფებოდა – ახალბედა დიზაინერის, ტომ ფორდის მიერ გამართულ თამამ დეფილეზე – მისი მავნე ჩვევა, გაეჩინა მტრები, სავალალოდ შემოუბრუნდა უკან. მაურიციო მოკლეს 1995 წელს, საკუთარ აპარტამენტებში, მილანში.

ჯოლი განასახიერებს პატრიციო რეჯანოს – 29 წლით თავისუფლების აღკვეთა მისჯილს, მაურიციოს ყოფილი ცოლის მკვლელობის მომზადებისათვის.

ამ კუთხით სკოტს არასოდეს უმუშავია, ბიოგრაფიული ფილმები კი აქვს გადაღებული, მაგრამ მოდის სფეროს აქამდე არ შეხებია. ვნახოთ რა გამოვა.

© ბაჩო ოდიშარია

Harry Potter can suck a cock

September 18, 2009 2 comments

საოჯახო ფილმების ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორი, კრის კოლომბუსი, ახალ ფილმს იღებს – “Percy Jackson and The Olympians: The Lightning Thief”. სურათი აგებულია ახალგაზრდა ბიჭის ამბავზე, რომელიც ბერძნული მითოლოგიის ღმერთების ბრძოლის ეპიცენტრში აღმოჩნდება, “ემპაირ სთეით ბილდინგის” ლიფტიდან.

რაღაც სინოფსისი მაგრა კვერცხულად ჟღერს არა? ცალსახად, მაგრამ გავარტყი სინოფსის, როდესაც ასეთი სანახაობა გველის. ვარსკვლავებით გადაჭედილი ფილმი (მონაწილეობენ: პირს ბროსნანი, უმა თურმანი, შონ ბინი, კეტრინ კინერი, როზარიო დოუსონი და სტივ კუგანი), რომელშიც ვიხილავთ ზევსს, პოსეიდონს, პერსეფონეს, ჰერას, ჰადესს, ათენას, აფროდიტეს, დიონისეს და ა.შ. აღმოვჩნდებით ოლიმპოს მთაზე და ტრეილერის ხილვის შემდეგ დამეთანხმებით, რომ ოლიმპო მართლაც შესანიშნავად გამოუვიდათ შემქმნელებს.

მართალია არ მიყვარს, როდესაც ფილმის მთავარი გმირი ბავშვები არიან ხოლმე, მაგრამ ჯანდაბას, მთავარია ისეთივე (და უკეთესი) სანახაობრიობა შენარჩუნდეს ფილმში, როგორიც ეს ტრეილერშია. უი, კინაღამ დამავიწყდა, სიუჟეტის მხრივ ერთი რაც მომეწონა, ისაა, რომ აქ, ვიღაც, ზევსს ჭექა-ქუხილს მოპარავს. საწყალი ვიღაც…

© ბაჩო ოდიშარია

მარტოხელა დენირო და ფსიქოპატი ტრავოლტა

Everybody’s Fine

როგორც ჩანს, დენირო საოჯახო ფილმებს კარგად მოერგო, “Meet the Parenst”-ს შემდეგ. ამ სურათში შვილების მხრივ, უკეთესი პარტნიორები გამოუჩნდა – სემ როკუელი, კეიტ ბეკინსეილი და დრიუ ბერიმორი. ბრწყინვალე სამსახიობო ანსამბლითა და ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, მშვენიერი საოჯახო კომედია მოგველის.

From Paris with Love

არა, ეს ჯეიმს ბონდის ახალი სერია არ არის. ფრანგი ექშენის დიდოსტატის, პიერ მორელის ახალი სურათი, ძალიან გიჟურ სანახაობას გვპირდება, რადკიალურად იმიჯშეცვლილი ჯონ ტრავოლტათი და ჯონათან რის მაიერსით მთავარ როლებში. ლუკ ბესონია ფილმის სცენარისტი და ერთი შეხედვით, პერსონაჟების მხრივ, სურათი ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს. ექშენს რაც შეეხება, ეჭვი არ მეპარება, რომ მოწოდების სიმაღლეზე იქნება.

© ბაჩო ოდიშარია

ვარსკვლავები გვამცნობენ

მამაკაცმა კამეომ, ტრილოგიიდან “ადამიანი ობობა” – ბრიუს კემპბელმა “Cloudy with a Chance of Meatballs”-ს პრემიერაზე, “Access Hollywood”-ს ჟურნალისტს განუცხადა, რომ “სპაიდის” მეოთხე ნაწილში, რომლის გადაღებებიც 2010 წელს იწყება, მისი როლი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე წინამორბედებში:

– ახლა მე ნამდვილი და ერთ-ერთი მთავარი როლი მექნება და არა ეპიზოდური. თუმცა, არაფერი ვიცი იმის შესახებ, რომელი პერსონაჟის თამაში მომიწევს.

ჰარისონ ფორდმა, ფრანგული გამოცემის “Le Figaro”-ს კორესპონდენტს უამბო, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები, “ინდიანა ჯონსის” მეხუთე სერიის გამოსვლასთან დაკავშირებით:

– შემდეგი ნაწილის სიუჟეტი, ნელ-ნელა იძენს საბოლოო ფორმას. სტივენ სპილბერგი, ჯორჯ ლუკასი და მე , სრულად ვიზიარებთ და ვეთანხმებით ფილმის მთავარ თემას და ჯორჯიც აქტიურად აგრძელებს პროექტზე მუშაობას. თუ დასრულებული სცენარიც სამივემ მოვიწონეთ, მე სიამოვნებით დავბრუნდები გადსაღებ მოედანზე, შლაპითა და მათრახით ხელში.

რეჟისორმა გევინ ჰუდმა, შეფასა თავის შესაძლებლობები “X-Men Origins: Wolverine”-ს სიქველის გადაღებასთან დაკავშირებით:

ამ წუთისათვის, მე არაფერი მაკავშირებს გაგრძელებასთან. სტუდია ძალიან ფრთხილად მოქმედებს, ელის პირველი ფილმის DVD-ების გაყიდვების მაჩვენებელს. მინდა შემდეგ წელს რამე გადავიღო, მაგრამ არამგონია, რომ “სამურავი 2”, ასე მალე გამოჩნდეს ეკრანზე. ჯობს ჯერ სცენარი დაიწეროს, შემდეგ შევაფასებ, როგორი იქნება ის, რა რეაგირებას მოახდენს მასზე სტუდია, ჰიუ ჯეკმანი და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებ მოქმედებას.

© ბაჩო ოდიშარია

Jack Sparrow is back again!

September 12, 2009 2 comments

დღეს, სტუდია Walt Disney Pictures-მა, ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ “კარიბის ზღვის მეკორბეების” მეოთხე ნაწილი, გამოვა 2011 წელს და მისი სახელწოდება იქნება: Pirates of the Caribbean: On Stranger Tides.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავტორმა ტიმ პაუერსმა, დაწერა წიგნი, ანალოგიური სათაურით – On Stranger Tides. სიუჟეტის მცირედი ექსკურსის გარეშე, არაფერი გამოვა. მოხერხებულად მოკალათდით სავარძლებში და გამაგრდით:

მეთოჯინე ჯონ შანდანაკი, მიემგზავრება იამაიკაზე, რათა შური იძიოს ბიძაზე, რომელმაც მამის დანატოვარი მემკვიდრეობა მოჰპარა, მაგრამ ამის მაგივრად, იგი აღმოჩნდება ადგილობრივი ბანდიტების ტყვეობაში, ხოლო საბოლოოდ, თავად გახდება ერთ-ერთი მათგანი – კაპიტანი ჯეკ შენდი. მთავარი გმირი, აღმოაჩენს თავისთვის უცნობ, ახალ სამყაროს, სადაც არ არსებობს ქცევის ნორმები, ზღვაში გემები უმიზეზოდ ესვრიან ერთმანეთს ზარბაზნებიდან, ხოლო ნაპირზე, თავის ბინძური საქმეებით არიან დაკავებულნი, ვუდუს მიმდევარი ჯადოქრები. ამასობაში, ლეგენდარული მეკობრე შავწვერა, აგროვებს თავის ფლოტს, რათა აღმოაჩინოს მითიური ახალგაზრდობის შადრევანი. ჯეკ შენდი იძულებულია იზრუნოს საკუთარი თავის და მისი შეყვარებულის გადარჩენაზე, შავწვერას ზებუნებრივი ძალებისაგან.

ეს ყველაფერი, მშვენივრად ერწყმის “მეკობრეების” მესამე სერიის დასასრულს, როდესაც ბარბოსა, რეკვიზიციას უკეთებს “შავ მარგალიტს”, ხოლო ჯეკს, აღმოაჩნდება რუკის მნიშვნელოვანი ნაწილი.

როგორც ჩანს ანტოგონისტი შავწვერა იქნება. სიუჟეტის შესახებ სხვა ჯერ არაფერია ცნობილი. ბრუკჰაიმერი უშედეგოდ ცდილობს გორ ვერბინსკი დაითანხმოს რეჟისორის პოსტზე, მაგრამ რაც მთავარია, ჯონი დეპი და ჯეფრი რაში, მზად არიან თავიანთი ეკრანული გმირების ტყავში, აგერ უკვე მეოთხედ გაეხვიონ.

© ბაჩო ოდიშარია

შენ, რობოტი

September 11, 2009 6 comments

გუშინწინ რთული ღამე იყო. ძმაკაცი მომადგა ვისკის ბოთლით ხელში, წამოდი იპოდრომზე დავლიოთო. შევზარხოშდით ცოტა, მერე თვალთან ტრავმაც მივიღე და საბოლოოდ სახლში ამოვედით. იქნებოდა ასე დილის 5 საათი. მიუჯდა ძმაკაცი კომპიუტერს და მეკითხება, ვიცი თუ არა რაიმე პროქტ “ნატალ”-ის შესახებ. მე მხრები ავიჩეჩე და მორჩილად მივუჯექი ეკრანს. მოკლედ, იმბიცილის გამომეტყველება მქონდა სახეზე, როდესაც დავასრულე ზემოთხსენებული პროექტის შესახებ ვიდეოს ყურება.

რაშია ახლა საქმე, X-Box-მა შეიმუშავა სრულიად ახალი, ნოვაციური ტქენოლოგია, სუპერ კომპიუტერი, რომელსაც არ ჭირდება არანაირი ჯოისტიკი. სამართავი პულტი, შენი სხეულის მოძრაობა და ხმაა. მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია ითამაშოს “ფორმულა 1” და ამისთვის მხოლოდ ხელის ჰაერში მოძრაობაა საჭირო. არანაირი სადენები, ან ღილაკები, ყველაფერი მინიმალისტურ მდგომარეობამდეა დაყვანილი. კომპიუტერი ასკანერებს შენს მოძრაობას და გამოსახულებაზე ჩნდება იგივე მოქმედება, რასაც შენ სინამდვილეში ანხორციელებ.

მართალია “ნატალ”-ი იდეალური გასართობი მანქანაა, რომელიც არ ზღუდავს მოთამაშეთა რაოდენობას, შესაძლებელია როგორც ერთმა ადამიანმა, ისევე მთელმა ოჯახმა, ერთდროულად მიიღოს მონაწილეობა გართობაში. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი წინაა. ამ ყველა სიამესთან ერთად, project natal-ს გააჩნია ფუნქცია “მაილო”, რომელიც ვიზუალურად 10-12 წლის ბავშვს გავს. ის აღიქვავს მომხმარებლის ემოციებს, შეუძლია მასთან ნებისმიერ თემაზე საუბარი. შეუძლია მიხვდეს, ატყუებენ თუ არა და ამასთან, მას შეგიძლიათ სხვადასხვა საგნები მიაწოდოთ ეკრანს მიღმა!

მოკლედ, ხელოვნური ინტელექტი და მანქანების აჯანყება კარსაა მგონი მომდგარი. ნუ გაგიკვირდებათ ერთხელაც თუ თქვენმა ვირტუალურმა მეგობარმა მაილომ, სრულიად უწყინარი ეკრანიდან, ტრაკში სამართებელი გაგიკეთოთ.

© ბაჩო ოდიშარია