Archive

Archive for the ‘Ugly Truth’ Category

ორი მოსყიდული ჟურნალისტის მონოლოგი – “ყველაფერი კარგად იქნება”

ოქტომბერი 21, 2009 9 comments

– …იმედი მაქვს ხვდება, რომ ჩვენი საინფორმაციო მხარდაჭერის გარეშე, მისი შედევრი, რომელზეც მხოლოდ ისინი იცინოდნენ, ვისაც 900 მილიგრამი “ლირიკა” ჰქონდათ დალეული, ან შიზოფრენიით იყვნენ დაავადებულნი, საქართველოში ბიუჯეტს ვერ ამოიღებს.
– არა მხოლოდ ხვდება, არამედ უკვე დურეკა ჩვენს ხალხს, რათა დაერეკათ მისი ხალხისათვის, ფინანსური კუთხის განსახილველად. ისე, ეგ დაიკიდე, მაინც დიდი ხანი მოგვიწევს მოცდა. ახლა იმ ჰონორარის ათვისებას მივყოთ ხელი, რომელიც ჩვენთვის უცნობმა მამებმა გადაგვიხადეს.
– რა თანხაზე მიდის საუბარი?
– 4 ციფრიანზე.
– ჩვენს ვალუტზე, თუ ტაჯიკეთის?
– ჩვენსაზე, ჩვენსაზე.
– აუ, ასეთი “ჟმოტი” როგორაა, ერთი ნულიც დაემატებინა. წინა ფილმზეც კი არ გადაუხდია მთლიანი თანხა, ჩვენ კი ლამის რეპუტაციის ფასად დაგვიჯდა ის რეცენზია.
– ამჯერად შეფერხების გარეშე შეგვპირდა. თან ავანსიც გადაგვიხადეს წინასწარ.
– ოო, მაშინ სხვა საქმეა. გთავაზობ დავიწყოთ ასე:”ძნელია იკამათო იმაზე, რომ ავთანდილ ვარსიმაშვილის ბოლო ფილმი, ქმნის სრულიად ახალ საფეხურს, ქართულ კინოინდუსტრიაში. ჩვენი კინემატოგრაფისტებისათვის მეტად არასასიამოვნო ჟანრში – სატირაში. მინდა აღვნიშნო, რომ “ყველაფერი კარგად იქნება”, არის უკამათო შედევრი, ღირსი იმისა, რომ ერთ კონტექსტში მოიხსენიებოდეს ისეთ კლასიკასთან, როგორიცაა “მონტი პაიტონი”, “დოქტორი სტრეინჯლოვი”, “ფარგო”, “მოთამაშე” და ა.შ.”. აბა, როგორია?
– გენიალური.
– ჰეჰ, სპეციალისტის დაწერილია.
– ისე, ნახე საერთოდ ეგ ყლეობა?
– უჰ, ყველაზე საშინელი საათნახევარი იყო ჩემს ცხოვრებაში. იმაზე საშინელი, სკოლაში რომ ჩავიჯვი და მასწავლებელმა დაფასთან გამიძახა.
– სექსის სცენა გახსოვს?
– ეგეთი სექსის სცენები უხვად მაქვს ნანახი, სამასწავლებლოსთან, ხელფასის რიგებში.
– შიშველი შორენა ბეგაშვილი?
– ფლეხ, 11 წლის რომ ვყოფილიყავი, გამისწორდებოდა, მასტურბაციისათვის კარგი მასალა მექნებოდა. ახლა კი, ყოველგვარ საჭიროებას მოკლებული სცენა, სილამაზესა და მიმზიდველობას მოკლებული, სილიკონის ქალის მონაწილეობით – ანტიპათიის მეტი არაფერი მიგრძვნია.
– აჰა. ჩემს გვერდით ვიღაც დედა-შვილი იჯდა. ბავშვი იქნებოდა მაქსიმუმ 8-9 წლის. როგორ მინდოდა იცი ავმდგარიყავი და დედამისისთვის ყბაში მომედო?! იაფფასიან ბორდელში წაეყვანა ბარემ შვილი.
– მე ხალხი რომ იცინოდა იმაზე გამოვყლევდი. ან ეს დედამოტყნული, სად უნახავთ სომხები ეგეთი წაკნავლებითი დიალექტით მეტყველებდნენ?
– კარგი, ძალიან გავიჯვით ახლა, დავუბრუნდეთ რევიუს.
– მოკლედ, ამაზე რას იტყვი: “იდეალურადაა სურათში გაშარჟებული დღევანდელი ყოფა ქვეყნისა. ფარული ქვეტექსტები რიგ ეპიზოდებში, ცხადყოფს უნიკალურ ხედვას რეჟისორისა. თავისუფლად შეგვიძლია შევადაროთ ბატონი ავთო, ძმებ კოენებს და “ყველაფერი კარგად იქნება”, “ო, ძმაო სად ხარ?”-ს და “დაწვი წაკითხვის შემდეგ”-ს”.
– ზედმეტი მოგდის მგონი. არ დაგავიწყდეს, ჯერ მხოლოდ ავანსი გვაქვს აღებული.
– ხო, ხო, მართალი ხარ. ისე, ეს გომელაური ძაღლის მძღნერით იხეხავს კბილებს, თუ ოსტინ პაუერსობას აწვება?
– რავიცი, გულის რევის შეგრძნებას და კბილის ჯაგრისის ჩუქების სურვილს რომ აღმიძრავს, ეგ ცალსახა. სხვას ვერაფერს გეტყვი.
– განვაგრძე მე: “ცეკვის სცენა პლაჟზე, ისეთივე ეპიკური მნიშვნელობისაა, როგორც თურმანისა და ტრავოლტას ტვისტი “Pulp Fiction” – ში და ისეთივე სასაცილოა, როგორც ჯონ ჰიდერის სოლო, “ნაპოლეონ დინამიტში”.
– მაგარია. მუსიკაზე გვავიწყდება რამის თქმა.
– არ დამვიწყებია მუსიკის შექება. შენი არ ვიცი და მე რომ მომაჭრა და უკან გამიკეთო, ამას არ ვიზამ.
– 4 ციფრიან თანხაზეც კი?
– გინდაც 5 ციფრიანზე! კარგი რა, სულ ხომ არ უნდა ჩავიჯვათ სულში. თავმოყვარეობა დავიკიდეთ, ჯანდაბას, მაგრამ ვერაფერი მაიძულებს მაგ ყლეობაზე დადებითი ფრაზა დავწერო.
– მაშინ ვწერთ: “ერთადერთი მინუსი ფილმისა, გახლავთ მუსიკა, რომელიც იმაზე უფრო ცუდი მოსასმენია, ვიდრე სახინკლის ტუალეტის კაბინაში, კოლიტით გატანჯული ადამიანის ჭინთვების მოსმენა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ, დიდი ულუფა ხაშლამა მიირთვა. ერთი სიტყვით, თავიდან-ბოლომდე ყლეობაა”.
– მოიცა, სიტყვა “ყლეობა”-ს ხმარება შეიძლება შეკვეთილ რევიუში?
– ჩვენთვის ყველაფერი შეიძლება კაცო, ტრაკზე მეამბორონ თუ რამე არ მოეწონებათ რა.
– დასკვნით ნაწილში ავღნიშნოთ, რომ ემოციური ფილმია. პატრიოტიზმს აღვივებს და პოზიტივით გავსებს.
– აჰა, და სუიციდისაკენ გიბიძგებს. აუტანელი სიძულვილისაგან მეზობელ სავარძელში მჯდომისათვის მინეტის გაკეთების სურვილს გიჩენს…
– რა გჭირს, მაგას ხომ ვერ დავწერთ?! აუ, ის გახსოვს რა ყლეობ იყო? კუტუმოცახცახე ძაღლი რომ ბარბაცებდა და რაღაც ზე-სირული ტექსტი ედო, მე მაინც გავიმართები წელშიო თუ რაღაც ეგეთი?
– ო, კარგი გამახსენე. “ავთანდილ ვარსიმასვილის გენიალური ეპითეტი, ფილმის დასაწისსა და დასასრულში, წამსვე გვაგონებს ვაჟას და მის “არწივს”. ეს ერთგვარი მოწოდებაა რწმენისა ნათელი მომავლისადმი, რომ ისევ გავიმართებით წელში და კვლავ ვიხილავთ მტრის ბუმბულს, ველად გაშლილ-გაფანტულს”.
– ვირტუოზი ხარ!
– არადა მაგ მომენტზე სულ დედის მუტელი ვიგინე. პრინციპში მთელი ფილმის განმავლობაში, სხვა არაფერი მიკეთებია.
– არ დავასრულოთ? დავიღალე მე. ისე, ბრწყინვალე გამოგვივიდა, როგორც ყოველთვის.
– ფეერიული. ისე, თავი არ გეზიზღება, დადებით რევიუს რომ წერ ფილმზე, რომელიც უფრო მეტად გძულს, ვიდრე უცნობის გადაცემა?
– “საკანზე” მეტადაც მძულს და ვენერიული დაავადების მქონე ვაგინაზეც, მაგრამ რა ვქნა, სამუშაო გვაქვს ასეთი. ობიექტურობაში ფულს არავინ გვიხდის.
– ხო, მართალი ხარ. წამოდი, მეგობრები მაინც გავაფრთხილოთ, რომ ამ დედამოტყნულობაზე არ წავიდნენ.

© ბაჩო ოდიშარია

Advertisements

…Just gonna have to be a different man…

სექტემბერი 12, 2009 2 comments

ბოლო ორი წელია ვამტკიცებ, რომ აბსოულუტურად ყველანი ვიცვლებით და თან ცუდი კუთხით. ვკარგავთ იმ თვისებებს, რომლითაც სხვებისაგან გამოვირჩევით და რაც უნიკალურს გვხდის. ბევრი რომ არ ვიფილოსოფოსო, მოკლედ და კონკრეტულად, ჩემი თეზისი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები იცვლებიან და ეს ცვლილებები სავალალოა.

დღეს ძმაკაცი იყო ჩემთან გამოსული და ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე. იმაზე, თუ როგორ გვაღიზიანებს, როდესაც სუსტი სქესის წარმომადგენლებს ისეთი ბნაჯგვლები აქვთ სხეულის ამა თუ იმ მონაკვეთზე, როგორიც რობინ უილიამსს აქვს თითებზე. მერე ბავშვობის მოგონებებში გადავვარდით, Westlife-ს და Backstreet Boys-ს ვიდეოები ვნახეთ და უეცრად გამახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ, ეგრედ წოდებული “სამეგობრო დღიური” აღმოვაჩინე. გახსოვთ ალბათ ყველას, 90-ანი წლების ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენდა ასეთი სახის “ჟურნალები” და ვისაც არ ჰქონდა, ან არ ავსებინებდნენ, ბანძ მასტად ითვლებოდა.

რასაკვირველია მეც მქონდა ასეთი არაერთი რვეული და ვისაც კარგი კალიგრაფია ქონდა, მხოლოდ მათ ვაძლევდი ხოლმე შესავსებად. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამოვიღე უჯრიდან ლურჯი შეფერილობის რვეული და დავიწყეთ კითხვა.

თემატიკა რადიკალურად იყო შეცვლილი. მე და ჩემი ოთხი მეგობრის მიერ შედგენილი რუბრიკების მიხედვით, გვქონდა გადაჭრელებული მთელი რვეული. მასში იყო “ბლიც კითხვები”, “გულახდილი საუბრები”, (გულახდილობა იმ კითხვის პასუხებში მდგომარეობდა – “რამე რომ იყოს გაიჩხირავ?” “შეყვარებული გყავს?”, “რა მოგწონს ქალებში?”, “შენი ოცნება?” და ა.შ.) “მთელი კვირა 10 კითხვაში”, “მიყვარს, არ მიყვარს” და ყველაზე საოცარი – “ანბანი”, რომლის შევსების პრინციპიც იმაში მდგომარეობდა, რომ ანბანის 33-ვე ასოზე, უნდა დაგეწერა ის, რაც პირველი მოგაფიქრდებოდა, შესაბამის ასოზე.

როდესაც კითხვა დავასრულეთ, ალათ 47 წლის სიცოცხლე მოგვემატა, ნაოჭები არასოდეს გაგვიჩნდება და ენურესი შეგვაწუხებს მინიმუმ 1 კვირა მაინც. ნუ იტყვით და 13 წლის ასაკში, 178სმ ვყოფილვარ, (მხოლოდ 6სმ-თ გავიზარდე) ლუდი არ მძულდა დღევანდელივით (დღიური თარიღდება 2004 წლის 18 აგვისტოთი), საყვარელი სპორტული ფირმა “ნაიკი” ყოფილა, მავნე ჩვევა ბილწსიტყვაობა და შატალოებზე სიარული. აკვიატებული მქონია თითების ტკაცუნი, ვაგროვებდი კომიქსებს, ვაღმერთებდი ბობ მარლის და გაფეტიშებული მქონდა იმამაიკაზე.

საოცნებო კუნძულს ვუწოდებდი და 20 წლის შემდეგ, თავი მხოლოდ მის პლაჟზე წარმომედგინა. არ მიყვარდა “პედერასტები”, “ბოზები”, “ჩათლახი და თესლი ხალხი” შავი სოკოლადი და რძე (ახლა ორივე მიყვარს), თუმცა, რაღაც მაინც ძველებურად დარჩა – ადრე ადგომა და წვნიანი კერძები ახლაც ზიზღს მგვრის. გულახდილად ვაღიარებდი, რომ არასოდეს გავიკეთებდი წამალს, რადგან “შევეცი ყველა ნარკამანს”. ვოცნებობდი გამოვსულიყავი პალეონტოლოგი და აღმომეჩინა აქამდე უცნობი სახეობის დინოზავრი. ვთვლიდი, რომ 13 წლის უკვე ბავშვი აღარ ვიყავი და ვწუხდი იმაზე, რომ ცუდი ადამიანები არსებობენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერასოდეს ვაპატიებდი ღალატს (სტანდარტული პასუხი), არასოდეს დამავიწყდებოდა პირველი კოცნა და ვერასოდეს გავხდებოდი ქიმიკოსი.

შიშს ჩემში მხოლოდ ახლობლების დაკარგვა იწვევდა, ტყუილს მხოლოდ მაშინ ვამბობდი, როდესაც ეს არავის ვნებდა, ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ყურადღებიანი და ვაღიარებდი საკუთარ ნაკლს – სიზარმაცეს. საყვარელი წიგნი ბოკაჩოს “დეკამერონი” იყო, ვგიჟდებოდი “შატალოებზე” სიარულზე და ვფიქრობდი, რომ რეკორდსმენი ვიყავი ამ საკითხში. მიყვარდა ცხოველები და ექსტრემელური სიტუაციები. ვაბოდებდი ჩემს შეყვარებულზე და რომ არ იყოს ის აბზაცები გადაშლილი, რომლებშიც მის შესახებ წერია, სიამოვნებით წავიკითხავდი. ვერ ვიტანდი სკოლას და “შკოლნიკ ხალხს”, ჩემი ალგებრა/გეომეტრიის, ქიმიის და ფიზიკის მასწავლებლებს. მძულდა ნალექიანი ყავა, რეპი, შოკოლადი “მარსი” და ანტიპათიას იწვევდნენ ქერა და ცისფერთვალება გოგონები.

ძალიან მიტაცებდა და ვცდილობდი ღრმად ვყოფილიყავი ჩახედული ბერძნულ მითოლოგიაში. ვენერა მილოსელი “მაგარ ქანდაკებად” მიმაჩნდა, ლამაზი ქალი კი შთაგონების წყაროდ. ბიბილიური ონანის მითიც ზეპირად ვიცოდი, ყაყაჩოსაგან ოპიუმის მიღების ხერხებიც და გაგიკვირდებათ და ისიც, რომ წყალი ერთ-ერთი ის აუცილებელი კომპონენტია, რომლის გარეშედაც ადამიანი ვერ იარსებებს. სიყვარული უდიდეს გრძნობად მიმაჩნდა, საპირისპირო სქესში ყველაზე მეტად ღიმილი მხიბლავდა და ცხენს ცხოველთა იმ კატეგორიას მივაკუთვნებდი, რომელიც “მაგარს დარბის და რომლის გახედვნაც, არც თუ ისე ძნელია”.

ზემოთხსენებული და კიდევ სხვა მრავალი მარგალიტი აღმოვაჩინე დღეს, რომელსაც 5 წლის წინ სრული სერიოზულობით ვუყურებდი. გარდა იმისა, რომ უზომოდ ბევრი ვიცინე, სერიოზულადაც დავფიქრდი იმაზე, რომ ადამიანები სულ უფრო და უფრო რადიკალურად ვიცვლებით. სასიხარულო ის იყო, რომ მე დადებითი ცვლილებები აღმოვაჩინე და გულზე მომეშვა, ჩემი ხელითვე დაწერილი მისწრაფებები, ახლა სრული ინდიფერენტულობის ექვივალენტური რომ არის ჩემთვის.

ასეა თუ ისე, ბევრი რამ პოზიტურად შეიცვალა, ბევრი ნეგატიურად. ახლა, იმამაიკას ალასკა მირჩევნია, ბობ მარლის მორისეი, “დეკამერონს” “სამი მეგობარი” “ჰეინეკენს” ლიმნიანი ჩაი, ჰომოფობი აღარ ვარ, კოლექციებიც გავაჩუქე, მასწავლებლების ნაცვლად, ლექტორებს ვაგინებ, გაკვეთილების მაგივრად კი ლექციებს ვაცდენ. ერთი რამ კი მაინც უცვლელი დარჩა და ბოლომდე ასე იქნება – კინემატოგრაფი და მუსიკა, ყოველთვის მეყვარება.

© ბაჩო ოდიშარია

კატეგორიები:Ugly Truth, Uncategorized ტეგები:, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,